„უცხოელების კურიერებად/მძღოლებად დასაქმების აკრძალვით შექმნილ სიცარიელეს ადგილობრივი რესურსით ვერ ამოვავსებთ, გაჩნდება ხარვეზები და გაძვირდება მომსახურება,“ – ამის შესახებ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საკურიერო მომსახურების, მგზავრთა გადაყვანისა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ სფეროებში აიკრძალება.
„ბიზნესპრესნიუსი“ მაია მურაჩაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დასაქმების ახალი კანონი, რომელიც პირველი მარტიდან შედის ძალაში, კითხვებს არა მხოლოდ ჩემთან ტოვებს მგონი. ვფიქრობ პატრიოტულად ძალიან კარგია გიდების კუთხით – აღარავინ დაამახინჯებს ისტორიას, გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი და ფულის გადინება აღარ მოხდება ქვეყნიდან.
kuri – ნულოვანი კვოტა – მგონი ჯობდა აქაც გარკვეული კრიტერიუმებით გაეცათ მუშაობის ნებართვა გარკვეულ კვოტაზე. ადგილობრივი რესურსით ამ სიცარიელეს ვერ ამოვავსებთ, გაჩნდება ხარვეზები და გაძვირდება მომსახურება ჩემი აზრით.
მშენებლობაში კი ვხედავთ, უამრავი უცხოელია და სამშენებლო კომპანიები იყენებენ გარედან შემოყვანილ ადამიანურ რესურსს. მე პირადად ვეთანხმები იმას, რომ ქართველის დასაქმება ჯობია, მაგრამ ხშირად არც კომპეტენციები და არც მუშაობის მსურველთა რაოდენობა არ მოდის ბალანსში ბაზრის მოთხოვნასთან.
აღარ შევეხები სხვა სფეროებს ცალ-ცალკე – ყველგან იგივეა.
700 000 სოციალურად დაუცველი – აღმოჩნდა, რომ 8% შეძლებულიც კი ყოფილა. გრძელდება შემოწმებები და კიდევ ბევრს მოუწევს ტახტიდან ადგომა და სამუშაოდ გასვლა, კომუნალურების გადახდა ჩვენსავით და ა.შ.
მაგრამ – აქ იწყება მთავარი გამოწვევა. შეძლებს კი სოციალურად დაუცველთა გადამოწმებისას გამოთავისუფლებული სამუშაო ძალა მზარდ სამუშაო ბაზარს მოერგოს მოთხოვნებით, ცოდნით, კომპეტენციებით?! ვერ შეძლებს და ვერ შეძლებს კაი ხანი, იმიტომ რომ დიდი ხანია მუშაობის სურვილიც და უნარიც გავუქრეთ ამ ხალხს, არ სჭირდებოდათ მუშაობა.
„სოციალური დახმარება მუდმივია და თქვენი სამუშაო დროებითი, რატომ ვიმუშაო’’ – აი ეს მითხრა ერთმა ადრე. და ასეთი გონებრივი წყობის ხალხი, რომელსაც უფასო სასწავლო პროგრამებზეც კი არაფერი უსწავლია, ვთვლით, რომ სამუშაო ძალის დეფიციტს შეგვივსებს?! კი, – მაგრამ ჯერ ვერა, წლები დასჭირდება ქცევის და მენტალობის შეცვლას.
მინდა ვცდებოდე, მაგრამ ახლა უფრო რთულ ნაწილში შევდივართ. ჩემი აზრით, ცოტა უფრო რბილი, გარდამავალი მიდგომა სჭირდებოდა ამ კანონს, რომ არც მოსახლეობას და არც დამსაქმებლებს ტვირთად არ დააწვეს,“ – წერს მურაჩაშვილი.