ჟურნალისტებს: თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს

„4 წელია, რაც ომი დაიწყო და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის თქვენგან, ეს არ არის არც სასაცილო, არც გასაღიმი, 4 წელია, სამარცხვინოდ სპეკულირებთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოში ირღვევა სასანქციო რეჟიმი.
ამდენი მისია ჩამოვიდა – ევროკავშირი, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ საქართველოში არცერთხელ არ დარღვეულა სასანქციო რეჟიმი და სამარცხვინოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ , აგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის მართლა ტრაგიკული მოვლენა.
2012 წლამდე რასაც აკეთებდა თქვენი პარტია, ამ ქვეყანას ყოველდღიურად რომ აზიანებდა, იგივეს აკეთებთ თქვენ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში და მანამდეც იგივეს აკეთებდით. ეს არის სამარცხვინო. ორჯონიკიძე შემოვიდა აქედან საქართველოში, თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. როდესაც წლების განმავლობაში ცდილობ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას, ეს არის სერგო ორჯონიკიძის საქმე“, – უთხრა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიტიური არხების ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც კითხვა დაისვა ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით.