ევროპარლამენტარი: “ოცნების” რეჟიმი რუსეთის რეჟიმის იდენტურია, ვხედავთ ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას

ევროპარლამენტარი დაინილუს ზალიმასი აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და ევროპა დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად საკმარის ზომებს არ იღებს.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის ნიშნები იკვეთება.

ზალიმასის თქმით, მოქმედი ხელისუფლება „არალეგიტიმურია“, ხოლო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და საქართველოს კონსტიტუციასთან.

შემიძლია მხოლოდ გამოვხატო სინანული, რომ საქართველოში მდგომარეობა მუდმივად უარესდება. ასეთია ჩემი შთაბეჭდილება. ევროპა მიუხედავად თქვენ მიერ ნახსენები სანქციებისა და აქ არ ვგულისხმობ არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ზოგადად ევროპულ სახელმწიფოებს, არ ატარებს საკმარის და ეფექტიან ზომებს დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ ავტრიტარული რეჟიმების ჩამოყალიბებას. ამის თქმა საჭიროა, ღიად და სულ უფრო ხშირად. ჩემი აზრით, ეს რეჟიმი თითქმის იდენტურია რუსეთის რეჟიმთან, ამიტომაც აღარ არის გასაკვირი, როცა საქართველოში მსგავსი ტიპის კანონმდებლობა მიიღება და ხორციელდება, როგორც რუსეთში სიმართლლის თქმა პრობლემად იქცევა. უპირველეს ყოვლისა, სიმართლეა, რომ მოქმედი ქართული რეჟიმი არალეგიტიმურია. ეს პოზიცია აღაირებულია ევროპარლამენტის მიერ და ასევე არაერთი ევროპული სახელმწიფოს მხრიდან. თუ სიმართლის თქმა, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად მიიჩნევა , ეს ავტორიტარული დიქტატურის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. მეორე მხრივ, საჭიროა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ, სხვადასხვა სახის რეპრესიების გაძლიერება, რადგან ქართული რეჟიმის არალეგიტიმურობზე საუბარი უბრალოდ სიმართლის თქმაა ხალხისთვის. ცხადია, ეს წინააღმდეგობაში მოდის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლებასთან , სიტყვისა და შეკრების თავისუფლებასთან . მი უმეტეს, როცა აქციები სწორედ “ქართული ოცნების” არალეგიტიმურობის გასაპროტესტებლად ტარდება. ეს ასევე ეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუაციას და კვლავ სინანულს გამოვხატავ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მარიონეტულ ინსტიტუციად იქცა, – განაცხადა ზალიმასმა. 

ზალიმასმა ყურადღება ევროკავშირის შიგნით არსებულ განსხვავებულ პოზიციებზეც გაამახვილა. მისი თქმით, მიუხედავად წევრ სახელმწიფოებს შორის ინტერესებისა და მიდგომების სხვადასხვაობისა, არსებობს პრინციპული ზღვარი, რომელიც არ გადაიკვეთება.

წევრ სახელმწიფოებს შეიძლება, ჰქონდეთ განსხვავებული ინტერესები და სხვადასხვა მთავრობებს განსხვავებული მიდგომები იმასთან დაკავშრებით როგორ მოქცენენ ქართული ოცნების რჟიმს. თუმცა, ერთ რამეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომლებსაც არასოდეს გადავკვეთთ. ეს წითელი ხაზები გულისხმობს სრულფასოვანი დემოკრატიის აღდგენას, უპირველეს ყოვლისა, ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ურთიერთოებბის განახლება და მათი ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, – განაცხადა ზალიმასმა.

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. დოკუმენტს წარადგენს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე.

პროექტის მიხედვით, ანგარიში მიუთითებს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“ და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს“.

ანგარიში მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და მიესალმება ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებასა და ქართული დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას.