“ფუჭად გაისროლა ტყვია” – დასანქცირებულ “იმედს” “დაცვის” გარანტიებს აძლევს

ირაკლი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა “ფუჭად გაისროლა ტყვია”, როდესაც ტელეკომპანიები “იმედი” და “პოტს ტვ”-ი დაასანქცირა.

“ოცნებს” პრემიერი აღნიშნულ ტელეკომპანიებს “დაცვის გარანტიებს” აძლევს, თუმცა არ პასუხობს “პირველების” არაერთ კითხვას, როგორ აპირებს სანქციების აღასრულებას.

„მახსოვს 2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს უხაროდა, როდესაც იმედის მედიის თავისუფლებს ძირითადი უფლება შეილახა. თუ მაშინ იმედის დასანქცირება ეფექტური იყო, ამ შემთხვევაში ეს ფუჭი მცდელობაა, რომ შეიზღუდოს იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება შეიზღუდოს. ფურცელზე ეს არის რა თქმა უნდა მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ეფექტი ვერ ექნება. ამ ქვეყანაში სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობაა პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლების უფლებების დაცვაზე.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახინებთ ამ ძირითად უფლებას. ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია „იმედში“ ისე „პოსტვ“-ში – ამაზე ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. არც ერთ ჟურნალისტს არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა და პირიქით სრული შესაძლებლობა ექნებათ მედიის თავისუფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი: საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან – იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ