Reuters – უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი რუსული ნავთობის სრული აკრძალვის წინადადებით გამოვა

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი რუსული ნავთობის სრული აკრძალვის წინადადებით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორი წყაროს ინფორმაციით, დროის შესაბამისი მონაკვეთის არჩევის მიზანია, არ დაუშვას, რომ რუსული ნავთობის აკრძალვა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს უნგრეთის წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ მომენტისთვის, უნგრეთი და , რომლებიც ჯერ კიდევ დამოკიდებული არიან რუსული ნავთობის იმპორტზე, მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ აკრძალვას.

ევროკავშირის დღის წესრიგის პროექტის თანახმად, ევროკომისია აკრძალვის წინადადებით გამოსვლას 15 აპრილს გეგმავს, თუმცა ევროკავშირის დღის წესრიგს წინასწარი ხასიათი აქვს და თარიღი შეიძლება შეიცვალოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ნაციონალისტური პარტია “ფიდესი” 16 წლის მანძილზე ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან.

ასევე, აღინიშნება, რომ ევროკავშირმა უკვე შემოიღო სანქციების რუსული ნავთობის საზღვაო გზით იმპორტზე. თუმცა, ამჯერად ევროკავშირი რუსული ნავთობის სრული აკრძალვის კანონმდებლობაში დაფიქსირებას აპირებს, რომელიც ძალაში დარჩება უკრაინის წინააღმდეგ ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც, რასაც შესაძლოა ევროკავშირის სანქციების გაუქმება გამოეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა