ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი რომან გოცირიძე ამბობს, რომ რუხაძემ “იმედის“ გაყიდვით, საქნციებისგან გაქცევა სცადა, თუმცა, ივანიშვილს ვერ გაქეცა, რადგან მისი ბიზნესპარტნიორია.
გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ეს სანქციები ასე არ გაჩერდება, ვინაიდან, დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ დასავლეთს მეორე სუნთქვა გაეხსენა.
ამ სანქციებს გაექცა, “იმედს“ გაექცა, მაგრამ ივანიშვილს ვერ გაექცა, რადგან მისი ბიზნესპარტნიორია და ერთია, დროებით აარიდო თავი დასანქცირებას და მეორეს მხრივ, თუნდაც იგივე 100 პროცენტი ცემენტის წარმოების, ივანიშვილთან ერთად რუხაძეს ეკუთვნის და ეს სანქციები ასე არ გაჩერდება.
ვინაიდან დიდმა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ადვილდება ევროკაშირის და აშშ – ის მხრიდან ამ სასანქციო პოლიტიკის გაცოცხლება, მეორე სუნთქვა გაეხსნა დასავლეთს, მითუმეტეს ამ წელიწადნახევარში, რაც ბაიდენის დამინისტრაციამ ივანიშვილი დაასანქცირა, ბევრი რამ მოხდა ქვეყანაში და კატასტროფული კანონები მიიღეს. რუსეთშიც კი არ არსებობს ისეთი კანონები, რაც ჩვენტან მიირეს არასამთავრობო სექტორთან და ბიზნესთან დაკავშირებით. იმდენი დანაშაული ჩაიდინა „ოცნებამ“, რომ მომწიფდა ეს სანქციები, რომელიც გზას უხსნის სხვა, უფრო მძიმე რეაგირებას “ოცნებისადმი“,- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა.




