“კაიამ, იმ ქერა ვირთხამ, თქვა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასიათასობით ყოფილმა რუსმა სამხედრომ შენგენის ზონაში ფეხი ვერასდროს დადგას. რა დანაკლისია ჩვენი მებრძოლებისთვის. რა გაეწყობა, მათ შეუძლიათ, თუ მოინდომებენ, იქ უვიზოდაც შევიდნენ – როგორც 1812-ში ან 1945-ში” – დაწერა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა X-ზე და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: “ჩვენ არ შევეგუებით დიპლომატიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და კომისიასთან ერთად ვმუშაობთ, რომ შენგენის ზონაში არ დავუშვათ ასობით ათასი ყოფილი რუსი ჯარისკაცი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს ქუჩებში ომის დამნაშავეები და დივერსანტები დადიოდნენ“




