L’Équipe: კიტეიშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბი ეპატიჟება

“ეკიპის” ცნობით, “მეცი” “შტურმის” 27 წლის ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის ხელში ჩაგდებას ცდილობს.
გამოცემა იტყობინება, რომ “მეცი” პლეიმეიკერს ეძებს, “უოტფორდიდან” იმრან ლუზას გადაბირება ვერ შეძლო (იჯარით ლორიენში გადავიდა) და კიტეიშვილის სამსახურით დაინტერესდა, რომელიც პერსპექტიული კანდიდატია, რადგან მალე თავისუფალი აგენტი გახდება.
კიტეიშვილმა ამ სეზონში 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და შეიძლება გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში