მართა კასრაძე:
მარომდე ბოლშევიკების მსხვერპლი იყო მისი ბიძაშვილი, 21 წლის მიხეილ მაყაშვილი, რომელიც 1920 წლის 2 მაისს იუნკერთა სასწავლებელში მძინარე ახალგაზრდებზე ვერაგული თავდასხმისას მოკლეს.
მიხეილის დედას, მანანა ჭავჭავაძეს, ილიას ბიძაშვილს, კატეგორიულად მოუთხოვია, არ იტიროთ, ჩემი შვილი სამშობლოს შეეწირაო.
ბოლშევიკების მიერ უსასტიკესად ნაცემი მიხეილის ძმაც, ბეჟანი (ბორისი), პატრიოტობისა და კეთილშობილების მიზეზით თავში მიყენებული ტრამვებისგან სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვლება.
ბეჟანამდე კი იყო მარო…
ამდენი ტკივილის მიუხედავად, პოეტმა კოტე მაყაშვილმა და უმშვენიერესმა თამარ გაბაშვილმა (ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილმა) 19 წლის მაროს დაღუპვის შემდეგ იყოლიეს კიდევ ერთი ქალიშვილი, ნუგეშა. ამით შეურიგებლობა გამოუცხადეს რეჟიმს და მაროს სიცოცხლე ახალი სიცოცხლით ჩაანაცვლეს.
იმედი რომ გადამეწურება ხოლმე, სასოწარკვეთა როცა მჯაბნის, სულ ასეთი ამბების ხსოვნით მამხნევებს ღმერთი, ჩემი ხალხის გმირობის ისტორიით, ახლა, ამ წუთსაც რომ იწერება 
P. S. დედარუსეთში ცხოვრებას და რუსულ სამართალს გისურვებთ ყველა იმ ადამიანს, მარო მაყაშვილის გმირობაზე ვინც აჰაჰავებთ, თქვე ნაძირლებო! 




