ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა კარატისტებმა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

News. ge ტურნირში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელს, ნიკა ნავროზაშვილს დაუკავშირდა.

“21 თებერვალს, ბარსელონაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი საკმაოდ რთული და დაძაბული იყო, თუმცა ქართველებმა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს”,  – გვითხრა ევროპის სამგზის,  wku ს მსოფლიო, ორგზის აზერბაიჯანის, ხუთგზის საქართველოსა და ექვსგზის კავკასიის ჩემპიონმა, ნიკა ნავროზაშვილმა.

News.ge: რა არის მთავარი კარატეს დაუფლებისათვის? 

ნიკა ნავროზაშვილი:  სულიერი სიმტკიცე! თავიდან, რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯები ძალიან მარტივია, მაგრამ აქტიური სპორტის თვალსაზრისით – რთულია. თუ ფიზიკურად და სულიერად მზად არ ხარ აიტანო ტკივილი, დაღლილობა რაც ვარჯიშის თანმდევია, მაშინ არაფერი გამოვა. კარატე ეს არის თავმდაბლობა. არ შეიძლება კარატისტი ვინმეს ჩაგრავდეს, ნამდვილი კარატისტი ქუჩაში არ ჩხუბობს. კარატე ეს საბრძოლო ხელოვნებაა! მნიშვნელოვანი ეს იცოდეს ყველა ბავშვმა, ვინც კარატეს შესწავლას მოინდომებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ