უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – უნგრეთმა და სლოვაკეთმა ულტიმატუმები კრემლში უნდა გააგზავნონ და არა კიევში

უნგრეთმა და სლოვაკეთმა ულტიმატუმები კრემლში უნდა გააგზავნონ და არა კიევში,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,, უარყოფს და გმობს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგომომარაგებაზე უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებსა და შანტაჟს.

ასეთი ქმედებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასობრივი და გამიზნული დაბომბვებისა და მოსკოვის მცდელობების ფონზე, დატოვოს უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზის გარეშე ექსტრემალური ყინვების დროს, არის პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და საფრთხის ქვეშ აყენებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამით უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები არა მხოლოდ ხელს უწყობენ აგრესორს, არამედ თავიანთ ენერგეტიკულ კომპანიებს ავნებენ, რომლებიც ენერგომომარაგებას კომერციულ საფუძველზე ახორციელებენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღინიშნება, რომ მუდმივ კონტაქტში იმყოფება ევროკომისიის წარმომადგენლებთან უკრაინული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებებთან დაკავშირებით, რომლებიც ყოველდღიური რუსული დაბომბვებითაა მიყენებული.

უკრაინის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს ასევე ინფორმაცია მიწოდა ნავთობსადენ ,,დრუჟბას” ინფრასტრუქტურაზე ამ თავდასხმების შედეგებზე.

,,მოვუწოდებთ უნგრეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობებს კონსტრუქტიულ ურთიერთქმედებისკენ და პასუსხიმგებლიან საქაციელისკენ. ულტიმატუმები კრემლში უნდა გაიგზავნოს, კიევში ნამდვილად არა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა