ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
„ბრძოლა ამჟამად ხან იუნისზეა ორიენტირებული, რომელიც სამხრეთით „ჰამასის“ დედაქალაქია“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ბევრი მეთაური ლიკვიდირებულია, ბევრი გაიქცა ან ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა.
ასევე, ისრაელის ჯარისკაცებმა ხან იუნისში „ჰამასის“ ის მებრძოლები დააკავეს, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ.