ტრამპი: მათ ხელი მოაწერეს და ჩვენ დავამყარეთ მშვიდობა ორ ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანასთან, მე ამას არასოდეს დავივიწყებ

“30-წლიანი ბრძოლის შემდეგ თქვენ მიხვდით, რომ მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. თქვენ რაღაც დიდი საქმე გააკეთეთ, თქვენ და თქვენმა ახალმა მეგობარმა. ჩვენ ეს კონფლიქტი დაახლოებით 24 საათში მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ისინი მეგობრები გახდნენ. 32 წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთს ხოცავდნენ. ოვალურ კაბინეტში მათთვის ერთმანეთის გვერდით ყოფნა ძალიან უხერხული იყო“, — თქვა დონალდ ტრამპმა მშვიდობის საბჭოს პირველ სხდომაზე
📌 მან სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები „კარგი მეგობრები“ გახდნენ და ფაშინიანსა და ალიევს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევისკენ მოუწოდა.
💬 „ვკითხე: შეგიძლიათ უფრო ახლოს მოხვიდეთ? ერთი საათის შემდეგ ისინი უკვე ერთმანეთის გვერდით იყვნენ. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. მათ ხელი მოაწერეს და ჩვენ დავამყარეთ მშვიდობა ორ ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანასთან, მე ამას არასოდეს დავივიწყებ“, — თქვა ტრამპმა