დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებაზე ჯერ მხოლოდ წერს, მაგრამ ლაპარაკი არ უნდა. დილით ქართული ოცნების ვეტერანმა წევრმა, კობახიის განდაწყვეტილება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე გააკრიტიკა. ხუნდაძეს კობახიძის გადაწყვეტილების ახსნა უჭირს, ეს მეორე სერიაა, მანამდე იყო პირველიც, სადაც ხუნდაძემ სტაჟიანი მეოცნებეების ჩაგვრაზე ილაპარაკა.
ხუნდაძე რომ ივანიშივლთან შეთანხმების გარეშე ამ ნაბიჯს არ დადგამდა დარწმუნებულები არიან, ქართულ ოცნების ყოფიკლი დეპუტატები, ამიტომ ჩდნება ეჭვი, რომ მისი სახით, პარლამენტში ოპოზიციის შექმნას ცდლობენ, ის რაც ივანიშივლმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ თქვა.
ხუნდაძის “ამბოხებები” რომ შემთხვევითი არ არის ეს ცხადია, ამიტომ ჩნდება კითხვა რაში დასჭირდა “გაბრძოლება” ირაკლი კობახიძესთან. ირკვევა, რომ თურმე შესაძლოა გაიმართოს დებატები მანქანების კანონპროექტზე, ამიტომ ახლა წინსწარ ნიადგას ამზადებენ.
“დარწმუნებული ვარ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამ საკითხზე ალბათ დებატები გაიმართება” – თქვა დღეს ლადო ბოჟაძემ.




