მზადდება თუ არა ნიადაგი ირაკლი კობახიძის და დიმიტრი ხუნდაძის დებატებისთვის? – დღეს “ოცნება” “ხალხის ძალას” ოპოზიციად მოიხსენიებდა და ირწმუნებოდა, რომ ხუნდაძის დაპირისპირება კობახიძესთან რეალურია და არა “იმიტირებული.
- ცნობისთვის, “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. საქმე ეხება “ოცნების” კანონპროექტს, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება.
ლადო ბოჟაძემ დღეს “პირველების” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამ საკითხზე ალბათ დებატები გაიმართება”.
დარწმუნებული ვარ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამ საკითხზე ალბათ დებატები გაიმართება. თუ მიგვიწვევენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველასთან ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ დებატებისთვის”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
თავად “ოპოზიციონერად წოდებულმა” დიმიტრი ხუნდაძემ კრიტიკული მედიის კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ “ტვ პირველს” კომენტარს არ აძლევს.



