უკრაინამ უნგრეთთან მოლაპარაკება გამართა ევროკავშირის დახმარების პაკეტზე და ეთნიკური უნგრელების უმცირესობაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ “კონსტრუქციული მოლაპარაკება” ჰქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან, იმ ფონზე, როცა კიევი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს მომავალ კვირაში დანიშნული ევროკავშირის სამიტის წინ, სადაც, კიევი იმედოვნებს, რომ ბუდაპეშტი მოხსნის ვეტოს უკრაინის მასშტაბური დახმარების პაკეტს.
კულებამ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი იერმაკმა 29 იანვარს სიიარტოსთან შეხვედრა გამართეს უკრაინის სასაზღვრო ქალაქ უჟგოროდში – სადაც ეთნიკური უნგრელების უმცირესობა ბინადრობს. მათი თქმით, მოლაპარაკება გამოირჩეოდა “გულწრფელობით, გულახდილობით და კონსტრუქციულობით”.
კულება ამბობს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუშავებს უკრაინაში ეთნიკური უნგრელების უფლებების დაცვაზე – რაც ბუდაპეშტს აწუხებს – და შემდეგ 10 დღეში ამ საკითხში “საბოლოო სინათლეს” შეიტანს.
“ერთ მარტივ რაღაცაზე შევთანხმდით. უნგრეთის მხარეს ვთხოვეთ გადმოგვცეს იმ კითხვების ფართო სია, რომლებიც მას აქვს უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხზე. ეს სია მივიღეთ” – თქვა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს