“დღეს 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი დიაბეტურმა კომამ იმსხვერპლა… დავიწყოთ მოძრაობა, რომ კიდევ ერთი ოჯახი ამ ტკივილს არ შეეწიროს”

აღნიშნული პოსტი სოციალურ მედიაში ვრცელდება:
დღეს 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი დიაბეტურმა კომამ იმსხვერპლა… 💔
22 წლის…
სიცოცხლით სავსე ასაკი…
და მიზეზი — ტიპი 1 დიაბეტი, რომელიც ერთ წამში არ გაპატიებს შეცდომას.
არ ვიცით რა მოხდა — დაგვიანებული ინსულინი თუ დოზის გადაცდომა…
მაგრამ ვიცით ერთი რამ — ამ დაავადებას მუდმივი კონტროლი სჭირდება.
ყოველწუთიერი სიფრთხილე.
ზუსტი მონიტორინგი.
18 წლის შემდეგ სახელმწიფო მხოლოდ ინსულინს აფინანსებს.
სენსორი — აღარ.
მაგრამ დიაბეტი 18 წლის ასაკში არ ქრება…
არც 22-ში.
არც 30-ში.
დიაბეტური კომა არ არჩევს ასაკს.
საფრთხე ისეთივე რეალურია სრულწლოვანისთვის, როგორც 8 წლის ბავშვისთვის.
დღეს ვუსამძიმრებ ოჯახს… ეს ტკივილი სიტყვებს აღემატება 💔
მაგრამ კიდევ ერთი ახალგაზრდის დაკარგვას უბრალოდ „სამძიმრით“ ვერ შევეგუებით.
მოვუწოდებ 18+ ასაკის დიაბეტიანთა მშობლებს და თავად ახალგაზრდებს — გავერთიანდეთ.
დავიწყოთ ორგანიზება. მოვითხოვოთ სენსორების დაფინანსება სრულწლოვანებისთვისაც.
ჩვენი შვილები სრულწლოვნები ხდებიან კანონით,
მაგრამ დაავადება მათთან ერთად არ ქრება
დავიწყოთ მოძრაობა, რომ კიდევ ერთი ოჯახი ამ ტკივილს არ შეეწიროს.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება