მედია: სოციალური დახმარება მდიდრებს? – რა კომენტარები მოჰყვა კობახიძის განცხადებას “ოცნებაში”

ირაკლი კობახიძის განცხადებას, სოციალური დახმარების სისტემაზე ივანიშვილის “ქართული ოცნების” გუნდში ეხმაურებიან.

  • პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ სოციალური დახმარების სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვასა და განახლებას საჭიროებს. “ქართული ოცნების” პრემიერის განცხადებით, პირველადი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა ნაწილს სიღარიბეზე უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, რის გამოც ბაზის გადახედვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება.

“ოცნების” წევრის, რიმა ბერაძის განცხადებით, მას ვინმესთვის სოციალური დახმარების არც მინიჭებასა და არც მოხსნაზე პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიუმართავს.

მისი განმარტებით, მოქალაქეებს შემოსავალი 2020 წლის შემდეგ, 6 წელიწადში გაეზარდათ.

არასდროს [არ მიმიმართავს პოლიტიკური მოტივით, რომ ვინმეს დანიშვნოდა სოციალური დახმარება], ჩვენი ჩართულობა აქ არ შეიძლება და რატომ არ შეიძლება – სოციალური დახმარება მოქალაქეს ენიშნება არსებული ქულების მიხედვით, ეს არის სპეციალური ფორმულა, სადაც მიდის მოქალაქე, აკეთებს განცხადებას და მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ აგენტი აკეთებს შეფასებას, მისი თანდასწრებით, შემდეგ ეს შეფასების კრიტერიუმი მოდის სპეციალურად კომპიუტერში ფორმულის მიხედვით და თვითონ ფორმულა ანიჭებს მოქალაქეს.

არა, პოლიტიკური ნიშნით, მე პირადად ასეთი მაგალითი არ მქონია ცხოვრებაში, ძალიან ბევრ სოციალურად დაუცველ მოქალაქესთან მქონია შეხება. არასდროს [მიმიმართავს] არც დანიშვნაზე და არც მოხსნაზე. ერთბაშად არა [არ გამდიდრებულან], საუბარია 2020 წლის შემდეგ, 6 წელზეა საუბარი,” – ამბობს რიმა ბერაძე. 

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ სოციალურ დახმარებას არ უნდა იღებდნენ ის ადამიანები, ვისაც შესაძლებლობა გააჩნიათ.

დახმარებები იმ ადამიანებს ბუნებრივად არ უნდა მიეცეთ, ვისაც ამისი შესაძლებლობები გააჩნიათ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ შემთხვევაში სოციალური დახმარებები ეძლევა იმ ადამიანებს, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ა.შ.. ამიტომ, ამ სტატისტიკაზე იყო საუბარი,” – თქვა გურამ მაჭარაშვილმა. 

წყარო