ვანო წერეთელი: ივანიშვილის რეჟიმს უნდა წარმოგვიჩინოს, თითქოს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი ხელისუფლება მოვიდა და იმაზე, რაც მანამდე ხდებოდა, ისინი არაფერ კავშირში არ არიან – სამეცნიერო ლიტერატურაში ამას ჰქვია „მაფია სახელმწიფო“

სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ყველაფერს ჰქვია „მაფია სახელმწიფო“ – ივანიშვილის რეჟიმს უნდა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ისე წარმოგვიჩინოს ყველაფერი, თითქოს ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში და ისინი არაფერ კავშირში არ არიან იმასთან, რაც მანამდე ხდებოდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, ვანო წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს, ამავე საქმეზე კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.

როგორც ვანო წერეთელმა აღნიშნა,  ანადგურებს ყველას და ყველაფერს, რაც ახლა წინააღმდეგობას უწევს ან ეღობება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში.

„აქ არის კლასიკური მაგალითი, სამეცნიერო ლიტერატურაში ამას ჰქვია „მაფია სახელმწიფო“. ფაქტია, ივანიშვილის რეჟიმს უნდა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ისე წარმოგვიჩინოს ყველაფერი, თითქოს ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში და ისინი არაფერ კავშირში არ არიან იმასთან, რაც მანამდე ხდებოდა. ავტოკრატია სხვაგვარად მუშაობს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ივანიშვილის აშენებული, ყველაფერი, მათ შორის ასეთი მასშტაბური საქმეები მის გარეშე არ ხდებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ვიღაცას ჰქონოდა ე.წ. ქოლცენტრი ან რაიმე ფულის საწარმო და ეს ბიძინა ივანიშვილს არ სცოდნოდა. ახლა იცის ივანიშვილმა, რომ რაღაც ისეთი უნდა აკეთოს, რამაც მას უნდა გაუხანგრძლივოს არსებობა, მანამ მოახერხებს რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან, თუ -თან დალაგებას. მისი მიზანი ეს არის.

ივანიშვილი ანგრევს და ანადგურებს იმ სისტემას, რომელზეც საბოლოოდ, თავად დგას. ესენი არიან: ყოფილი პრემიერები, მინისტრები, „ფარცხალაძეები“, ვინც ეს სისტემა შექმნა ივანიშვილის ხელდასხმით, თუ ელისო კილაძის მსგავსი ადამიანები, რომელიც ღმერთმა იცის, რატომ გარიეს ამ საქმეში.

სამართალდამცავი სისტემა და სასამართლო ემსახურება მხოლოდ ივანიშვილის ფინანსური იმპერიის და ძალადობრივი სისტემის შენარჩუნებას. ივანიშვილი ახლა ანადგურებს ყველას და ყველაფერს, რაც ახლა წინააღმდეგობას უწევს, ან ეღობება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნა ვანო წერეთელმა.

გარდა ამისა, მან ყოფილი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვა და ამავე თემაზე სუს-ის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „აქაც მუშაობს ერთადერთი პრინციპი: ივანიშვილი გადასულია საკუთარი რეჟიმის დაფუძნებაზე“.

მისივე თქმით, „ივანიშვილი ბარტყის გადაგდების პრინციპით” მოქმედებს იმისთვის, რომ დააფუძნოს შიში, რომ მის წინააღმდეგ გარდამავალ პერიოდში არავინ მოაწყოს შეთქმულება.

„ერთადერთი, რაც მას გადაარჩენს, არის შიშის განმტკიცება საქართველოში. შიშის განმტკიცება არამხოლოდ იმ ადამიანების ფარგლებში, ვინც მას არ აღიარებს, არამედ საკუთარ წრეებში. ის ბარტყის გადაგდების პრინციპით მოქმედებს, იმისთვის, რომ დააფუძნოს შიში, რომ მის წინააღმდეგ გარდამავალ პერიოდში არავინ მოაწყოს შეთქმულება, რაც მადუროსთან დაკავშირებით ვნახეთ. „ბარტყის გადაგდების“ პრინციპით მოქმედებს, იმიტომ, რომ გადაფაროს ის საკითხები, რაც ძირს უთხრის. ჩვენ ველოდებით ეუთოს ექსპერტების დასკვნას, ვხედავთ როგორ ღრმავდება მისი არალეგიტიმაციის ხარისხი. მიუნხენის კონფერენციაზე იმისთვის ჩავიდნენ, რომ ეჩვენებინათ დასავლეთის ქვეყნებთან საუბრობენ და აღმოჩნდნენ ყაზახეთთან მაგიდაზე. ფაქტია, ივანიშვილი იქადნებოდა, რომ დაალაგებდა ურთიერთობებს დასავლურ სამყაროსთან, თუმცა ამას ვერ აკეთებს, ამას გადაფარვა სჭირდება. ეს ახალი ამბები ისე მოდის, ძველი არ არის გაციებული, მართვადი ქაოსის შექმნა უნდა, რათა ყოფნა გაიხანგრძლივოს“,- აღნიშნავს ვანო წერეთელი და დასძენს, რომ „ივანიშვილს ყველაზე მეტად რისიც ეშინია, არის საკუთარი გუნდის შიგნით ლეგიტიმაციის ბოლომდე დაკარგვა, საკუთარი გუნდის წევრების დაჭერებით კი ბზარი შესულია“.

ასევე დაგაინტერესებთ