პოლიტიკოსი რომან გოცირიძე:
საკითხი არის მარტივად: აიღო თუ არა ღარიბაშვილ-დავითაშვილ-მიქაუტაძემ ქრთამი “სოკარისაგან” თუ ამას აკეთებდნენ კეთილი ნებით, როგორც გუშინ თავად შეეცადა ისრების გადატანას დავითაშვილი, ევროპის გაზის მომარაგების ხელშესაწყობად?
ფაქტია, საქართველო აზერბაიჯანული გაზის ას პროცენტს უკვე იღებს ძველი, ამორტიზებული საბჭოთადროინდელი მილიდან, რომლის გამტანურიანობა შეზღუდულია. საქართველომ თავისი სივრცე 1,5 მილიარდი კუბური მეტრის გატარების შესაძლებლობით ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენში დაუთმო აზერბაიჯანს, რითაც გაურესდა გაზით უზრუნველყოფის პირობები როგორც ტექნიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. რის სანაცვლოდ? თანაც შარშან, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობის გაზი შევისყიდეთ რუსეთიდან, ჩვენი მოხმარების მესამედი, რითაც შესაძლებლობა მივეცით აზერბაიჯანს თავისი გაზი გაეყიდა ევროპაში. რის სანაცლოდ?
აქ უკვე სხვა კითხვებიც ჩნდება:
-თუ აზერბაიჯანიდან გაზის მიღების გაუარესებულ პირობებზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რატომ იგივე არ ხდება გაზპრომთან დაკავშირებით? მაშინ, როცა გაზპრომს გაზი ჩაუწვა, რატომ ყიდულობს საქართველო გაზს იმაზე ძვირად, ვიდრე წინა წლებში?
-რატომ არ იძიებენ საერთაშორისო არბიტრაჟში კალაძის მიერ გაფორმებული კონტრაქტით “ინტერრაოსთან” 139 მილიონი დოლარის წაგების საქმეს?
-სად წავიდა ყულევის ჯერ კიდევ მშენებარე ქარხნის მისამართით შემოსული რუსული ნედლი ნავთობი და როგორ მოხდა, რომ 80 მილიონი დოლარის ღირებულების მზა ნავთობპროდუქტი გაიტანა შარშან ქვეყანამ ექსპორტზე, როცა ნავთობის გადამუშავება ქვეყანაში არ ხდება?
-რატომ არის ყულევის პორტი, რომელიც აზერბაიჯანულ კომპანია “სოკარს” ეკუთვნის, შეყვანილი ევროკავშირის მიერ დასასანქცირებელ კომპანიათა სიაში? ყულევის ფაქტობრივად არაარსებული ქარხნისა და ყულევის პორტის საჭვო ურთიეთობის გამო აპირებენ ამის გაკეთებას. ყულევის ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოში ისევ დავითაშვილი ფიგურირებს, რომელიც უკვე არა ღარიბაშვილის დროინდელ მთავრობას წარმოადგენს, არამედ ამ მთავრობას და რუსული ტანკერების შემოსვლა ყულევის პორტში ამ მთავრობის პერიოდს ემთხვევა.
-რატომ არ იძიებენ, თუ რატომ დათმო სახელმწიფომ “თელასში” 25 პროცენტის ოდენობის წილი ვინმე ხვიჩა მაქაცარიას სასარგებლოდ და რომლის გამოსყიდვის შესახებ განცხადება ოფიციალურად დაარეგისტრირა “ინტრრაომ”( თავხედობაც ამას ჰქვია), თანაც იმაზე მეტს იძლევა უკვე ახლავე, ვვიდრე ამ მაქაცარიამ ( კალაძესთან დაკავშირებულმა პირმა) ამ წილში გადაიხადა. ჯერ კიდევ შევარდნაძემ არ დაუთმო ეს წილი ამერიკელებსაც კი და აგერ 30 წელიწადია ხელშეუხებელი იყო. როგორ მოუვიდათ თავში მისი გასხვისება ღარიბაშვილის მთავრობას?
-და ბოლის, როცა აზერბაიჯანთან ამწვავებ ურთიერთობას, რუსეთთან კი პირში წყალს იგუბებ, რას ნიშნავს ეს? “სოკარის” საკითხი ანტიდასავლური კამპანიის გასაღვივებლად ხომ არაა გამოყენებული?
კითხვები არის უამრავი, ისევე როგორც უამრავია “ოცნების” ხელისუფლების შეცდომების თუ დანაშაულობათა ნუსხა. ამაზე პასუხი ამ რეჟიმმა უნდა აგოს და არა მხოლოდ ცალკეულმა პირმა.




