მზად არის, თავი შეიკავოს დარტყმებისგან – კითხვა მხოლოდ რუსებთანაა: მათ რა უნდათ?

მზად არის, თავი შეიკავოს დარტყმებისგან, კითხვა მხოლოდ რუსებთანაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ომი არ სჭირდება და სარკისებურად მოქმედებს – იცავს ქვეყანას და მის დამოუკიდებლობას.

“დღეს კიდევ იქნება დელეგაციის ანგარიში – ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მერე. ჩვენებმა ამ დარტყმებზე უნდა დააყენონ საკითხი – პირველ რიგში, ამერიკულ მხარესთან, რომელიც ჩვენც და რუსეთსაც სთავაზობდა, დარტყმებისგან თავის შეკავებას. უკრაინა მზად არის. ომი არ გვჭირდება. და ყოველთვის სარკისებრ ვმოქმედებთ: ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს დამოუკიდებლობას. ასევე მზად ვართ, სწრაფად ვიმოძრაოთ ომის დასრულებაზე ღირსეულ შეთანხმებისკენ. კითხვა მხოლოდ რუსებთანაა: მათ რა უნდათ”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ისტორიულ თემატიკაზე “ფანტასტიკური ჟანრის” საუბრებს რუსეთისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რეალურ დიპლომატიასა და ხანგრძლივ მშვიდობას.