ღარიბაშვილს რასაც უკეთებენ ღირსია, თავს თუ დაუხრი ამ რეჟიმს, ასე გადაგივლიან თავზე – კუკავა

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა მიიჩნევს, რომ იმის ღირსია, რასაც უკეთებენ.

როგორც მან “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მასაც ისევე უნდა გაებედა და ამოეღო ხმა, როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა.

ღარიბაშვილს რასაც უკეთებენ ღირსია, იმიტომ რომ თავს თუ დაუხრი ამ რეჟიმს, ასე გადაგივლიან თავზე. უნდა ამოეღო ხმა და გაებედა იმდენი, რამდენიც გაბედა ირაკლი ოქრუაშვილმა. სხვანაირად, ახლა რომ 5 წელიწადს მოგისჯით და ჩუმად იყავი, რა თქმა უნდა, ღირსია იმის რასაც იღებს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ  ხელისუფლების მთავარი პრო არის ფინანსურ ოლიგარქული სისტემა, ივანიშვილს არ აქვს სენტიმენტები არცერთი საგარეო ვექტორის მიმართ, მას აქვს სენტიმენტები მხოლოდ ფინანსური ნაკადების მიმართ. ვიცით, რომ არსებობდა ფულის განაწილების არაფორმალური სისტემა, მოვიდა ახალი კლანი და ვიდრე მიქაუტაძეს დააპატიმრებდნენ, ან რიჟვაძის ინციდენტი მოხდებოდა, ორი კვირით ადრე ქალაქში ციფრები სახელდებოდა, ვის რამდენს სთხოვდნენ, ახლაც იგივე ხდება. აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება ის განხილვები, რომლებიც მიმდინარეობს ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციაში,  იმ განხილვებისგან, რომლებიც რუსულ კრიმინალურ დრამებში გვინახავს, – განაცხადა კუკავამ.

პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც გენერალური პროკურორი მთელ “ოცნებას“ პარლამენტს და მთავრობას წაუყენებს ბრალს, რასაც ჰქვია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

არსებობს შავი სალარო, რიჟვაძეს, მიქაუტაძეს, ღარიბაშვილს სთხოვენ ფულის დაბრუნებას, ახლა უკვე შეიძლება დავითაშვილსაც, შავ სალაროში. არცერთ მათგან ბრალი არ აქვს იმაზე წარდგენილი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიტაცეს ფული. ღარიბაშვილს რა ბრალიც წაუყენეს, სამართლებრივად საერთოდ კომედიაა, დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის კანონი ითვალისწინებს სანქციას 500 ლარის ოდენობით. ვხვდებით ძალიან კარგად, რომ არსებობს შავი სალარო, ე.წ. ობშიაკი, რომელშიც ყველა სამინისტრომ, ყველა გუბრენატორმა, მსხვილმა ბიზნესმა უნდა შეიტანოს ფული,  ახლა დაჯდა და ანგარიშობს, რომ ამ სამინსიტროდან რომ უნდა სემოსულიყო 100 მილიონი, შემოვიდა 30 და დანარჩენი 70 მოიტანონ, – განაცხადა კუკავამ.