მედია: “ოცნების“ დემარში ლიეტუვას – რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

“ქართული ოცნების“ დემარში ლიეტუვას – ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ განმარტავს, რატომ არ მივიდა მათი სამინსიტროს არცერთი წარმომადგენელი საზეიმო მიღებაზე.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს – ისინი ძირითადად ლიეტუვას ლანძღვით იყვნენ დაკავებულები და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ.

ლიეტუვას ოფიციალურმა პირებმა, ბევრი მავნებლობა ჩაიდინეს, უსამართლო მიდგომა ჰქონდათ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და აგრძელებენ, გინდა კუბილიუსები და გინდა ის, რაისა კომუნისტკა სად არის? იქ სადაც მავლებლობენ და ჩვენს ქვეყანას მტრობენ, მე არ მივიდოდი, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ირანის საელჩოს მიღებაზე თუ დადიან, ლიეტუვამ რა დააშავა? ზარქუა პასუხობს:

ეს მორიგი სიცრუეა, არც ირანის საელჩოში არ ვყოფილვარ და საიდან მოიტანეთ? ლიეტუველ ხალხს დიდი პატივი, მაგრამ ის ვინც ჰყავთ მათ წარმოდგენილი ევროპარლამენტში, ამაზრზენი კომუნისტები არიან 

ლიეტუვის სახელმწიფო აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე “ქართული ოცნების” არცერთი წარმომადგენელი არ მივიდა.

“პირველების” ინფორმაციით, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ მიღებაზე მიწვეულები იყვნენ ივანიშვილის გუნდის წევრები, თუმცა ღონისძიებაზე არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.

ლიეტუვის დროშის ფერებში არ განათებულა არც თბილისის ანძა.

აღნიშნულზე აცხადებს, რომ მას მიწვევა არ მიუღია და არც საელჩოს მიუმართავს მერიისთვის ანძის განათების თაობაზე.