მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,კლასიკურ ამერიკულ ფილმში “სერპიკო”, რომელიც პირველად ბავშვობაში ვნახე ბულგარეთში და ეს იყო პირველი ფილმი, რომელსაც ორიგინალში, ინგლისურად ვუყურე, ჰყვებიან ასეთ იგავს – იყო მეფე ვინც თავიდან ყველა მაცხოვრებელს უყვარდა. სამეფოს შუაგულში იყო ჭა, რომლიდანაც ყველა სვამდა. ერთ დღესაც ეს ჭა ბოროტმა ჯადოქარმა მოწამლა.
ხოდა მაცხოვრებელთა უმრავლესობას, რომელშიც მეფე არ შედიოდა, წყალი დალია და გაგიჟდა. გაგიჟებულმა ხალხმა აითვალწუნა მეფე, გიჟად შერაცხა და დაუპირა დამხობა. ამ საფრთხის წინ დამდგარმა მეფემ გადაწყვიტა ჭიდან მოესვა. მეორე დღეს მთლი სამეფო ზეიმობდა მეფე ჭკუაზე მოვიდაო.
ხოდა ბოროტი ჯადოქარი არის ივანიშვილი, პატარკაციშვილი, “იმედი”. მე კი ის მმართველი ვიყავი, რომელმაც იგავის მეფისგან განსხვავებით, მაინც უარი თქვა მოწამლული ჭიდან დალევაზე, ასევე უარი თქვეს ჩემი მომხრეების უმრავლესობა. ხოდა ამ პოსტის წაკითხვისას, არ იფიქროთ მიშა ციხეში გაგიჟდაო“




