გვარდიოლა – ფეხბურთის ჩე გევერა, კატალონიელი კალატოზის შვილი, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა და პოლიტიკაზეც ხმამაღლა საუბრობს: “ერთმანეთს ვკლავთ და რისთვის?”

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს გიყ­ვართ, თუ გე­ზი­ზღე­ბათ – მის გან­სა­კუთ­რე­ბულ ნიჭს ყვე­ლა აფა­სებთ. პეპ გვარ­დი­ო­ლას რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გამო ფეხ­ბურ­თის ჩე გე­ვა­რას უწო­დე­ბენ და ის მარ­თლაც არის მწვრთნე­ლი, რო­მელ­მაც ფეხ­ბურ­თი შეც­ვა­ლა და სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა.

  • პეპი ბარ­სე­ლო­ნი­დან 70კმ-ში, პა­ტა­რა ქა­ლაქ სანტპე­დორ­ში და­ი­ბა­და, მონ­სე­რა­ტის კლდო­ვა­ნი კონ­ტუ­რე­ბის ჩრდილ­ში

ის ოჯა­ხის ოთხი შვი­ლი­დან მე­სა­მე იყო. მამა კა­ლა­ტო­ზი – ვა­ლენ­ტი გვარ­დი­ო­ლა, ხოლო დედა დო­ლო­რეს სა­ლაა. ოჯა­ხი ეს­პა­ნე­თის მუ­შა­თა კლასს წარ­მო­ად­გენ­და. დო­ლო­რე­სი და ვა­ლენ­ტი შვი­ლებს ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბით ზრდიდ­ნენ.

პეპ გვარ­დი­ო­ლა ად­რე­ულ წლებ­ში, “ლა მა­სი­ა­ში’

 

აი, რას ამ­ბობს პეპ გვარ­დი­ო­ლას შე­სა­ხებ მისი ახლო მე­გო­ბა­რი, მწე­რა­ლი და კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და­ვიდ ტრუ­ე­ბა:

“არა­ვის მი­უქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა იმ ფაქ­ტის­თვის, რომ გვარ­დი­ო­ლა კა­ლა­ტო­ზის შვი­ლია.

პე­პის­თვის მა­მა­მი­სი პა­ტი­ოს­ნე­ბი­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის მა­გა­ლი­თია. ოჯახ­მა მას ძვე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩა­უ­ნერ­გა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც მშობ­ლებს არ ჰქონ­დათ ფული, ან ქო­ნე­ბა, რომ შვი­ლე­ბის­თვის გა­და­ე­ცათ.

პეპ გუ­არ­დი­ო­ლა მა­მას­თან ერ­თად

 

რო­დე­საც საქ­მე გვარ­დი­ო­ლას შე­ფა­სე­ბას ეხე­ბა, უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ მისი ელე­გან­ტუ­რი კოს­ტი­უ­მის, ქიშ­მი­რის სვი­ტე­რი­სა და ჰალ­სტუ­ხის ქვეშ, მშე­ნებ­ლის შვი­ლი იმა­ლე­ბა. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი ფეხ­საც­მლის შიგ­ნით ეს­პად­რე­ლებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბი­ჭის გუ­ლია და­მა­ლუ­ლი“.

  • გვარ­დი­ო­ლას შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც არ გექ­ნე­ბათ, თუ არა­ფე­რი იცით “ლა მა­სი­ას“ (“ბარ­სე­ლო­ნას” აკა­დე­მია) შე­სა­ხებ. 1984 წლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ად­გი­ლი პე­პის სა­ში­ნაო არე­ნა იყო.

“ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი “ლა მა­სი­ა­ში” გა­ვა­ტა­რე. ეს იყო დრო, როცა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მთა­ვარ ოც­ნე­ბა­ზე – მე­თა­მა­შა “ბარ­სას” მთა­ვარ გუნდში. “ბარ­სე­ლო­ნა­სა” და ნი­დერ­ლან­დე­ბის ნაკ­რე­ბის ლე­გენ­და, იო­ჰან კრუ­ი­ფი გვარ­დი­ო­ლას მენ­ტო­რი გახ­და, ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვდე­ბო­და მწვრთნე­ლო­ბამ­დე და მას შემ­დეგ.

კრუ­ი­ფი ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არ არის, რო­მელ­მაც პეპ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. კი­დევ ერთი ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ­გენ­ტი­ნე­ლი, “ელ კოკო” (გიჟი),. მარ­სე­ლო ბი­ელ­საა.

“ჩემს წარ­მა­ტე­ბას იო­ჰან კრუ­იფს ვუ­მად­ლი” – ამ­ბობს გუ­არ­დი­ო­ლა

 

ბი­ელ­სას, ჩი­ლე­სა და არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბე­ბის ყო­ფილ მწვრთნელს, ბევ­რი ტი­ტუ­ლი არ აქვს მო­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა გვარ­დი­ო­ლა ამ­ბობს, რომ ეს მის­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს და რომ მარ­სე­ლოს გე­ნი­ა­ლუ­რი აზ­რე­ბი აქვს.

პეპი და ბი­ელ­სა

 

“კი, ჩვენ, მწვრთნე­ლე­ბი იმით ვფას­დე­ბით თუ რამ­დე­ნი ტი­ტუ­ლი მო­ვი­გეთ, თუმ­ცა ჩემ­თვის მარ­სე­ლოს ტი­ტუ­ლე­ბი ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რო­გორ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა ფეხ­ბურ­თსა და ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ, ჩემ­თვის, ის მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლია“, – ამ­ბობს პეპი.

ბი­ელ­სამ არ­გენ­ტი­ნის ვი­ლა­ში 11-სა­ა­თი­ა­ნი სა­უბ­რის დროს გვარ­დი­ო­ლას უთხრა, რომ ფეხ­ბურ­თი იდე­აა და მწვრთნელ­მა მის­თვის ბრძო­ლა, მო­თა­მა­შე­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არას­დროს უნდა შე­წყვი­ტოს, ფეხ­ბურ­თი­სად­მი ვნე­ბა არ უნდა და­კარ­გოს.

  • ერთხელ, უკვე წარ­მა­ტე­ბულ მწვრთნელს, პეპ გუ­არ­დი­ო­ლას, “ლა მა­სი­ა­ში” სი­ტყვით გა­მოს­ვლა როცა სთხო­ვეს, მან თქვა:

“ყო­ველ ღა­მით, როცა და­სა­ძი­ნებ­ლად წახ­ვალთ, სა­კუ­თარ თავს ჰკი­თხეთ, ზუს­ტად იმ მო­მენ­ტში თუ ად­გე­ბო­დით, ბურთს აი­ღებ­დით და თა­მაშს და­ი­წყებ­დით და თუ ამ კი­თხვა­ზე ოდეს­მე თქვე­ნი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა “არა”, ზუს­ტად ეს იქ­ნე­ბა ისე­თი დღე, როცა სხვა პრო­ფე­სი­ის ძებ­ნა უნდა და­ი­წყოთ“.

გვარ­დი­ო­ლა 13 წლის ასაკ­ში შე­უ­ერ­თდა “ბარ­სე­ლო­ნას”. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ პეპ­მა თვი­თონ შე­არ­ჩია პო­ზი­ცია, სა­დაც ითა­მა­შებ­და. “ბარ­სე­ლო­ნაs” იმ­დრო­ინ­დელ მწვრთნელს, იო­ჰან კრუ­იფს უთხრა, რომ მარ­ჯვე­ნა ნა­ხე­ვარმცვე­ლად ითა­მა­შებ­და.

პეპი იყო “ბარ­სას” იმ “ოც­ნე­ბის გუნ­დის“ წევ­რი, რო­მელ­მაც 1992 წელს ევ­რო­პის თასი მო­ი­გო.

გვარ­დი­ო­ლა თა­მა­შობ­და ბრე­შა­ში, რო­მა­ში, ალ-აჰლი­ში და დო­რა­დოს­ში, სა­ნამ 2006 წელს ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რას და­ას­რუ­ლებ­და. მან ასე­ვე 47 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და ხუთი გოლი გა­ი­ტა­ნა.

ამის შემ­დეგ იწყე­ბა უკვე მისი სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რა. ყვე­ლა­ფე­რი “ბარ­სე­ლო­ნას” ბ გუნ­დის მწვრთნე­ლო­ბი­დან და­ი­წყო.

  • სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს აღ­წევს ის, ვინც ყვე­ლა­ზე მეტს შრო­მობს – ჰოდა, ამ მხრივ არც პე­პია გა­მო­ნაკ­ლი­სი. ის ბევ­რს შრო­მობს წარ­მა­ტე­ბის­თვის და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­გა­ნაც იმა­ვეს მო­ი­თხოვს.

“ბარ­სე­ლო­ნას” ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ეი­დორ გუ­დი­ონ­სე­ნი იხ­სე­ნებს, რომ ერთხელ მი­ვი­და გვარ­დი­ო­ლას­თან და ჰკი­თხა, თუ რა სჭირ­დე­ბო­და მის­გან იმის­თვის, რომ მეტი სა­თა­მა­შო დრო მი­ე­ღო, პე­პის პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო – “შენი ცხოვ­რე­ბა“.

გვარ­დი­ო­ლას ასის­ტენ­ტი სი­ტი­ში და მისი მე­გო­ბა­რი მა­ნუ­ელ ეს­ტი­არ­ტე სი­ცი­ლით ჰყვე­ბა, რომ ის ხში­რად ესა­უბ­რე­ბა პეპს მა­შინ, როცა ზუს­ტად იცის, რომ გვარ­დი­ო­ლა სი­ნამ­დვი­ლე­ში არ უს­მენს და მთლი­ა­ნად ჩაფ­ლუ­ლია “რა­ღა­ცის ანა­ლიზ­ში“.

  • “მისი სხე­უ­ლი აქ არის, თქვენ მას ხე­დავთ, მაგ­რამ გო­ნე­ბა კი­ლო­მეტ­რე­ბით შორ­საა“, – ამ­ბობს ეს­ტი­არ­ტე.

ის ღრუ­ბე­ლი­ვით ის­რუ­ტავს ცოდ­ნას და მზად არის ის­წავ­ლოს ყვე­ლას­გან. პრინ­ცი­პე­ბი რაც მან ის­წავ­ლა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ვი­თა­რა, მკაც­რად ურ­ყე­ვია. სხვე­ბის მოს­მე­ნით შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი და­ა­მა­ტოს, მაგ­რამ სა­ფუძ­ვე­ლი უც­ვლე­ლია.

  • მისი ფი­ლო­სო­ფია ასე­თია – ის, რაც გუნდს ერთ მთლი­ა­ნო­ბად აქ­ცევს და რაც ამ სპორ­ტს სა­ხა­ლი­სოს ხდის, არის ბურ­თი. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იმი­ტომ გახ­დნენ, რომ ბურ­თით ეთა­მა­შათ, ამი­ტომ მი­ე­ცით მათ ბურ­თი რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად და მო­დით ავა­გოთ ყვე­ლა­ფე­რი ამ იდე­ის გარ­შე­მო, რომ ბურ­თი სულ ჩვენ­თან იყოს, მაგ­რამ თან გვახ­სოვ­დეს, რომ ბურ­თი “წვავს“ – რო­გორც კი შე­გიძ­ლია, გა­და­ე­ცი თა­ნა­გუნ­დელს, ითა­მა­შე სწრა­ფად, ითა­მა­შე მარ­ტი­ვად და როცა ბურთს და­კარ­გავ, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­იბ­რუ­ნე, რად­გან თუ ბურთს არ ფლობ, “ეს უნდა გტკი­ო­დეს”.

თუ ამ რწმე­ნას შე­ვუ­რევთ გვარ­დი­ო­ლას აკ­ვი­ა­ტე­ბულ სურ­ვილს, ყო­ველ­თვის იპო­ვოს პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტის გზა, მი­ვი­ღებთ მწვრთნელს, რო­მელ­მაც გა­მარ­ჯვე­ბის ახა­ლი გზა შე­ი­მუ­შა­ვა – არა სა­უ­კე­თე­სო, არა­მედ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

პეპ­მა ბარ­სას­თან ერ­თად 14 თასი მო­ი­გო, ბა­ი­ერნ­თან ერ­თად 7 თასი, ხოლო მან­ჩეს­ტერ სი­ტის­თან ერ­თად – 18.

ფეხ­ბურ­თის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ, რომ პეპ­მა ფეხ­ბურ­თი შეც­ვა­ლა.

“პეპი ფეხ­ბურ­თის ჩე გე­ვა­რაა. მისი იდეა ურ­ყე­ვია. არას­დროს შეც­ვლის ამას – მას სურს ლა­მა­ზი თა­მა­ში, სივ­რცის ფლო­ბა, დრო­ის მარ­თვა, სურს, რომ ყო­ველ­თვის ერთი ნა­ბი­ჯით წინ იყოს“, – ამ­ბობს არ­გენ­ტი­ნის ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი სე­სარ ლუის მე­ნო­ტი.

  • გვარ­დი­ო­ლას ასე­თი გა­ტა­ცე­ბა ფეხ­ბურ­თის მი­მართ ზოგ­ჯერ და­ნა­შა­უ­ლი­სა და სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბას უჩენს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც მას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არი­ან – და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ.

ერთხელ ქა­ლიშ­ვი­ლის სკო­ლის კონ­ცერ­ტი გა­მო­ტო­ვა, და­ა­ვი­წყდა – იმ დროს “ბარ­სე­ლო­ნას” მო­მა­ვა­ლი მე­ტო­ქის, “ხე­ტა­ფეს” მატ­ჩე­ბის ჩა­ნა­წე­რებს უყუ­რებ­და. მე­გობ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ გა­ნიც­დი­და ამის გამო.

პეპი ყო­ფილ ცოლ­თან ერ­თად

 

“ბარ­სე­ლო­ნი­დან” წას­ვლის შემ­დეგ კა­რი­ე­რუ­ლი ტა­ი­მა­უ­ტის აღე­ბა ერ­თგვა­რი მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, რომ ოჯა­ხის­თვის დრო და­ეთ­მო და და­ნაკ­ლი­სი აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თის გა­რე­შე დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო და სულ რა­ღაც სამ თვე­ში “ბა­ი­ერნ­თან“ და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

პეპი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო კრის­ტი­ნა სე­რა­ზე, თუმ­ცა 30-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, წყვილ­მა და­შორ­დე­ბა გა­და­წყვი­ტა. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს – მა­რია, მა­რი­უ­სი და ვა­ლენ­ტი­ნა.

სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რის ად­რე­ულ წლებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი მატ­ჩის­თვის ერ­თნა­ი­რად ემ­ზა­დე­ბო­და. სა­ა­თო­ბით უყუ­რებ­და მე­ტო­ქის ვი­დე­ო­ებს, რათა სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და­ედ­გი­ნა. შემ­დეგ ფეხ­ბურ­თე­ლებს ამო­ნა­რი­დებს აჩ­ვე­ნებ­და და ამის შემ­დეგ ატა­რებ­და ვარ­ჯიშს, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ თა­მაშ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი

პაბ­ლო სა­ბა­ლე­ტა, რო­მე­ლიც “სი­ტი­ში” მის გუნდში თა­მა­შობ­და, იხ­სე­ნებს.

“მან ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვი­დეო გვაჩ­ვე­ნა, კი­ნა­ღამ ვი­ტი­რე, ზო­გი­ერ­თმა ფეხ­ბურ­თელ­მა ტი­რი­ლი და­ი­წყო. ვი­დე­ო­ში გა­სა­ჭირ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი. პეპ­მა გვი­თხრა: მინ­და, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოთ, რამ­დე­ნად იღ­ბლი­ა­ნე­ბი ხართ, რომ ამას აკე­თებთ. ჩვენ გვაქვს სა­უ­კე­თე­სო შე­ნო­ბა, სა­უ­კე­თე­სო სა­ვარ­ჯი­შო ბაზა, ვჩერ­დე­ბით სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ებ­ში“.

პეპ გუ­არ­დი­ო­ლა და პო­ლი­ტი­კა

1992 წელს, რო­დე­საც კა­ტა­ლო­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის აი­ვან­ზე “ბარ­სას” მიერ მო­გე­ბუ­ლი ევ­რო­პის თასი აღ­მარ­თა, მან ასე­თი სი­ტყვე­ბი თქვა “Ciutadans de Catalunya, ja la tenim aqui“ (“კა­ტა­ლო­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ნო, ბო­ლოს და ბო­ლოს ის აქ გვაქვს“).

ეს კა­ტა­ლო­ნი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის, ჟო­ზეპ ტა­რა­დე­ლი­ა­სის სი­ტყვე­ბია. ტა­რა­დე­ლი­ა­სი 1939 წლი­დან საფ­რან­გეთ­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა 1977 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს, ეს­პა­ნე­ლი დიქ­ტა­ტო­რის, გე­ნე­რალ ფრან­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და და იმა­ვე ად­გი­ლი­დან, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვარ­დი­ო­ლამ თასი აღ­მარ­თა, თქვა – კა­ტა­ლო­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ნო, ბო­ლოს და ბო­ლოს დავ­ბრუნ­დი.

გვარ­დი­ო­ლა კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას უჭერს მხარს, თუმ­ცა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შორ­საა ექ­სტრე­მიზ­მი­სა და რა­დი­კა­ლიზ­მის­გან, ასე­ვე გა­მო­რი­ცხავს, რომ მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ტი­კო­სი იყოს. ის ადრე მო­ი­თხოვ­და და­კა­ვე­ბუ­ლი კა­ტა­ლო­ნი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

  • “მწვრთნე­ლო­ბამ­დე მე ადა­მი­ა­ნი ვარ. ოთხი ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­შია, ასე­ვე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ თუკი დაბ­რუნ­დე­ბი­ან. მათ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ აჯან­ყე­ბი­სა და სე­პა­რა­ტიზ­მის ბრალ­დე­ბით“, – თქვა პეპ­მა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პეპ გვარ­დი­ო­ლა გლო­ბა­ლურ მოვ­ლე­ნებს შე­ე­ხო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

“ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვკლავთ და რის­თვის?” – ასე მი­მარ­თა მან ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში “მან­ჩეს­ტერ სი­ტის” არც ისე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი თა­მა­შის შე­სა­ხებ სვამ­დნენ კი­თხვებს.

“მე ყო­ველ­თვის თქვენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბი. ყო­ველ­თვის. ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, ეს მტკი­ვა

.ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე დარ­ჩეს გულ­გრი­ლი, როცა ყო­ველ­დღე ვხე­დავთ ამ კად­რებს – ამ მა­მებს, ამ დე­დებს, ამ ბავ­შვებს, ამ დამ­სხვრე­ულ ცხოვ­რე­ბებს და ოდ­ნა­ვი თა­ნაგ­რძნო­ბაც არ გა­გაჩ­ნდეს.

მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ მე არ შე­მიძ­ლია. არის ვინ­მე, ვინც ამ კად­რებს ხე­დავს და გულ­გრი­ლი რჩე­ბა? არ ვსა­უბ­რობ იმა­ზე, ვინ არის მარ­თა­ლი და ვინ არა. ადა­მი­ა­ნებს ის­ტო­რი­ა­ში არას­დროს გვქო­ნია ინ­ფორ­მა­ცია ისე მკა­ფი­ოდ და თვალ­ნათ­ლივ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც დღეს: რაც ხდე­ბა პა­ლეს­ტი­ნა­ში, რაც მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში, სუ­დან­ში – ყველ­გან.

რა ხდე­ბა ჩვენს თვალ­წინ? გინ­დათ ამის და­ნახ­ვა? ეს ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბია, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის”, – ამ­ბობს პეპი.