ხაინდრავა: ევროპა ჩვენი სახლია

 გოგა ხაინდრავამ თქვა, რომ ევროკავშირი და ევროპა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. იმიტომ, რომ ევროკავშირი “გახრწნილი, აბსოლუტურად დეგრადირებული” კავშირია, ხოლო ევროპა “ჩვენი სახლია”.
“აუცილებელია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რა არის ევროინტეგრაცია და რა არის ევროკავშირია წევრობა, ესაა ორი სხვადასხვა რამ საერთოდ.
ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ესაა ტრადიციული გზა, ეს გზა იწყება ფარსმან მეორე ქველისგან, რომელიც რომში ჩავიდა თავის დროზე, და ძეგლი დაუდგეს იქ, მარსის მოედანზე, იმის გამო რომ ურთიერთობა რომსა და საქართველოს შორის იქიდან იწყება.
ამიტომ, ბუნებრივია საქართველოს სწრაფვა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისკენ იმიტომ, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და დღევანდელი ქრისტიანული ევროპის დამფუძნებლები ვართ და არაფერი არ გვესწავლება იმათგან, რა არის ევროპული ღირებულებები იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ვინ ეს ევროპული ღირებულებები დააფუძნა საერთოდ და სხვა საქმეა ევროკავშირი. ამ ორ ცნებას არანაირი კავშირი დღეს უკვე ერთმანეთთან არ აქვს. ევროპა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირი. ევროკავშირში არ შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ისლანდია.
ამიტომ, ეს კავშირი სულ სხვა თემაა, ესაა მკვდარი ორგანიზაცია, გახრწნილი, აბსოლუტურად დეგრადირებული, კორუფციით გაჯერებული და ამას ჩვენ ვხედავთ არა ჩვენი ფაქტებით, არამედ რასაც თვითონ ლაპარაკობენ შიგნით, რა განცხადებებსაც აკეთებენ დეპუტატები, ახლა -ს წარმომადგენელი პალატის დასკვნაა, რას წარმოადგენს დღეს ევროკავშირი.
ამიტომ, ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ბუნებრივია, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში, ევროპა ჩვენი სახლია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან აბსოლუტურად ბუნებრივია ჩვენთვის და ეს ესე არის და გაგრძელდება იმიტომ, რომ იქიდან იწყებს საწყისს, საიდანაც არსებობს საერთოდ ევროპა როგორც ესეთი, რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირი არის გუშინდელი დღე, ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს.” – თქვა ხაინდრავამ დებატებისას