თბილისში პოლიციამ ნავალნის სამახსოვრო მიტინგი არ ჩაგვატარებინა – ორგანიზატორები

საქართველოში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერების თქმით, მათ პოლიციამ თბილისში ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა. განცხადება ტელეგრამ არხ frame-ზე გამოქვეყნდა და შემდეგში საქართველოში მცხოვრები რუსების ტელეგრამ მედია Paper Kartuli-მაც გაავრცელა.

ტელეგრამ არხი frame-ის ცნობით, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრება პუშკინის ბიუსტთან იგეგმებოდა, თუმცა მისი გადატანა საკუთარ სამუშაო სივრცეში მოუწიათ.

“პოლიციამ მაინც გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის ალექსეის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგის წინა ადგილზე ჩატარება აეკრძალა. საქართველოში შეიცვალა კანონი, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მიტინგი მას არ არღვევდა, არ ვაპირებდით ქუჩის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად კი მსგავს ღონისძიებას შეტყობინებას არ სჭირდება, მაგრამ, რადგან პოლიციისგან მივიღეთ უარი, გვესმის, რომ მონაწილეებიდან ვიღაც შესაძლოა საფრთხეში ჩავაგდოთ, თუ შეკრებას არ გადავიტანთ.

სამწუხაროდ, როცა ასეთი ღონისძიებები მთელ მსოფლიოში ტარდება, როცა საერთაშორისო ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ ნავალნი მოკლეს პუტინის ბრძანებით ძლიერი შხამის გამოყენებით, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აკრძალული, საქართველოში არ სურთ ნება მოგვცენ ჩავატაროთ მიტინგი ან მისთვის მიძღვნილი პანაშვიდიც კი.” – წერენ ორგანიზატორები.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან