NATO-ში ესტონეთის მოქმედი ელჩი: ვხედავ, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა

„NATO-ში“ ესტონეთის მოქმედმა ელჩმა, იური ლუიკმა, რომელიც, სხვადასხვა დროს, იყო ესტონეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, „Independence Avenue Media-სთან“ ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა.
„…საქართველო ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხარო ამბავია. მე თავს ყოველთვის დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერად მივიჩნევდი, ქვეყანას არაერთხელ ვესტუმრე…
ვხედავ, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა… ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ასევე ძალიან ცუდია მთელი რეგიონისთვის, რადგან საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო. საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებს იმედს აძლევდა.
მაგრამ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ საქართველო დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც, ვფიქრობ, ქართველი ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს, დემოკრატიის გზას“, – განაცხადა იური ლუიკმა.

ასევე დაგაინტერესებთ