უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს ეკრანზე აჩვენა ერთ-ერთი რუსული დარტყმის გრაფიკული ვიზუალი
„ამჟამად შეგიძლიათ იხილოთ რუსული დარტყმების ერთ-ერთი ვიზუალიზაცია. რუსეთმა გაუშვა 24 ბალისტიკური რაკეტა, 1 მართვადი საჰაერო რაკეტა და 219 გამანადგურებელი დრონი და ეს მხოლოდ ერთი შეტევაა, ერთ ღამეში. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გამოიყენა რაკეტები, რომლებიც ჩვენმა პარტნიორებმა კვირას მოგვაწოდეს. ხუთშაბათს ღამით ისინი უკვე იცავდნენ ჩვენს ცას. და ეს მხოლოდ ერთი ღამეა და რუსული თავდასხმები თითქმის ყოველ ღამე ხორციელდება. წარმოგიდგენიათ ეს?“ | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში არ არსებობს არც ერთი ელექტროსადგური, რომელიც რუსული იერიშების შედეგად არ დაზიანებულა
„ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, რაც მეომარი ქვეყნის ლიდერმა შეიძლება მოისმინოს, არის ის, როდესაც საჰაერო თავდაცვის მეთაური ამბობს, რომ საზენიტო რაკეტების მარაგი ცარიელია, ისინი რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად გამოიყენეს“ | დასძინა ზელენსკიმ.