უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა.
ზელენსკის ინფორმაციით, მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე მას ფრონტზე არსებული ვითარების, რუსეთის დარტყმების და უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმების გავლენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„განვიხილეთ, როგორ დავეხმაროთ უკრაინას ზამთრის სიცივის დროს სიცოცხლის დაცვაში და ჩვენი მდგრადობის გაძლიერებაში. ასევე, დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური პროცესი და სამმხრივი შეხვედრები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები პროდუქტიული იყოს და მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს კონსტრუქციული მიდგომისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია პროგრესის მიღწევა უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის საკითხებში.
უწყების ცნობით, ლიდერებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და დასავლეთ ნახევარსფეროში.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ვენესუელაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გლობალური საფრთხეების მოსაგვარებლად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის „დიდი შვიდეულის“ თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.




