– მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის – ეს უნგრელებს სიტუაციის კიდევ უფრო ნათლად დანახვაში დაეხმარება

მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის – ეს უნგრელებს სიტუაციის კიდევ უფრო ნათლად დანახვაში დაეხმარება, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას.
„თუმცა, არის რაღაც, რასაც არასწორად იგებ: ეს დებატები არც მე და არც შენ გეხება. საქმე უნგრეთის, უკრაინისა და ევროპის მომავალს ეხება. სწორედ ამიტომ ვერ გახდები ევროკავშირის წევრი“, – წერს ორბანი X-ზე.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა რუსული აგრესიის შეჩერების თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს თამაშობს და ევროპის ქვეყნების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას უზრუნველყოფს.
„ერთ ვიქტორსაც კი შეუძლია იფიქროს იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდოს ღიპი და არა იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოს არმიის შემადგენლობა, რათა რუსული ტანკები ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნებისგან შეაჩეროს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა