პირველი საკადრო ცვლილება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ – მოჰყვება თუ არა პრემიერის შეცვლას მინისტრთა კაბინეტის ცვლილებაც

პირველი საკადრო ცვლილება, ს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, მთავარი რგოლით დაიწყო. ირაკლი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხდება, კი – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. დიდი ალბათობით, პრემიერის შეცვლას სხვა საკადრო გადაადგილებები, მათ შორის, მინისტრების შეცვლაც მოჰყვება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვინც შეიცვლება, თავდაცვის მინისტრია. ჯუანშერ ბურჭულაძეს, სავარაუდოდ, ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
ის, რომ ცვლილებები მოსალოდნელია, ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა და თავის სიტყვაში “ახალი პრემიერის გუნდი და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება” ახსენა.
პრემიერობის მეორე ვადაში ღარიბაშვილმა ზუსტად სამი წელი დაჰყო, საერთო ჯამში, 5 წელი, რაც “ქართული ოცნების” მმართველობაში ყველაზე მეტია.
კი, პირველად გადაინაცვლებს მთავრობის ადმინისტრაციაში, რასაც 2 კვირის ვადაში 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. ეს კენჭისყრა ფორმალურია, რადგან უმრავლესობას ხმათა საკმარისი რაოდენობა აქვს.
თემაზე ჯერ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 1 თებერვალს დაგეგმილ ყრილობაზე უნდა იმსჯელოს, მას მერე, რაც კანდიდატს პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად დაასახელებს. სავარაუდოდ, სწორედ 1 თებერვლის ყრილობის შემდეგ გააკეთებს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი პირველ საჯარო განცხადებას საზოგადოებისთვის.
პროფესიით იურისტი, 45 წლის ირაკლი კობახიძე ბოლო 3 წლის განმავლობაში იყო პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე. ის ამ თანამდებობაზე 2021 წლის 16 იანვარს დაინიშნა – მაშინ ირაკლი კობახიძემ, ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა. “ქართული ოცნების” რიგებში კი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე, ის 2015 წლიდან გამოჩნდა. 2016 წლის 18 ნოემბერს, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ის ამ პოსტს 3 წლის განმავლობაში, 2019 წლამდე იკავებდა. 2017–2018 წლებში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა. 2020 წლის საპარლამენტო სთვის კობახიძე “ქართული ოცნების” სიის მე-3-ე ნომრად დასახელდა. დღემდე იყო უმრავლესობის ლიდერი და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. პარალელურად, კობახიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, იურიდიული სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი კი უკვე მეორედ ხდება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. მას ეს პოსტი, 2013-15 წლებში ერთხელ უკვე ეკავა. ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის მეთაური 2013 წელს გახდა. მან ამ თანამდებობაზე მაშინ ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მეორე ვადით, ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 6 წლის შემდეგ, 2021 წლის 22 თებერვალს დაბრუნდა. მანამდე, 2019 წლიდან თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. გადაწყვეტილების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას დღეს თავად აცნობა. მას პრემიერის რანგში ბოლო ბრიფინგი ჰქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში.
3 წუთიან გამოსვლაში ღარიბაშვილმა გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. მთავარი აქცენტი მან როტაციის პრინციპზე გააკეთა და თქვა, რომ გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია, ამიტომ საჭიროა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა. ღარიბაშვილის ინფორმაციით, მას პოლიტსაბჭოსგან ჰქონდა შეთავაზება, პოსტზე ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დარჩენილიყო, თუმცა მან თავადვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები სჯობდა ახლა განხორციელებულიყო.
ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ ბრიფინგზე არ უხსენებია ირაკლი კობახიძე. მოგვიანებით, ამ თემაზე განმარტება “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთა. მ თქვა, რომ ღარიბაშვილმა შეგნებულად არ ახსენა კობახიძე, რადგან არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც,
პრემიერობის ახალი კანდიდატი პარტიას ჯერ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ყრილობაზე უნდა წარუდგინოს, სწორედ ამის შემდეგ ჩაითვლება პირი კანდიდატად. მდინარაძის განცხადებით, ჯერ გასავლელია პროცედურები.
ის, რომ იქნებოდა სამთავრობო ცვლილებები, ეს მოლოდინი საზოგადოებაში ჯერ კიდევ გასული წლის 30 დეკემბერს გაჩნდა, მაშინ, როდესაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს და ცნობილი გახდა, რომ “ოცნების” განახლებულ წესდებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, პოლიტსაბჭო “პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს”.
მედიაში არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა კანდიდატებთან დაკავშირებითაც. იყო საუბარი ირაკლი კობახიძის პრემიერად დასახელებაზეც, რაც დღეს საბოლოოდ დადასტურდა.