ახალი პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს, სავარაუდოდ, მას შემდეგ წარადგენს, რაც 1 თებერვალს პარტიის ყრილობაზე მხარდაჭერას მიიღებს – როგორ აფასებენ პარტიები სამთავრობო ცვლილებებს

ახალი პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს, სავარაუდოდ, მას შემდეგ წარადგენს, რაც 1 თებერვალს პარტიის ყრილობაზე მხარდაჭერას მიიღებს და ოფიციალურად დასახელდება პრემიერობის კანდიდატად. თავად დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. “ქართულ ოცნებაში” განმარტეს, რომ გადაწყვეტილება სამთავრობო ცვლილებაზე 24 იანვარს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
სამთავრობო ცვლილებები მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიციაში თვლიან, რომ ცვლილება სახელისუფლებო გუნდში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ჩანაცვლებით ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ყველა პრემიერი ერთი პოლიტიკის გამტარებელი იქნება.
ცვლილებები, სახელისუფლებო გუნდის თქმით, ქვეყნის და პარალელურად, ასევე პარტიის გაძლიერებას ემსახურება. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ გუნდს არაერთი პროფესიონალი კადრი ჰყავს, რომელიც საპასუხისმგებლო თანამდებობებს ღირსეულად გაუძღვება.
პროცედურის მიხედვით, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, , პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც პროცესები საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს.
პარლამენტში გაიმართება კომიტეტის სხდომები, მთავრობის მეთაურობის კანდიდატი საკუთარ გუნდთან ერთად შეხვდება ოპოზიციასა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ საკითხი უკვე კენჭისყრაზე დგება. ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს სწორედ ამ ყველა საფეხურის გავლის შემდეგ დაიკავებს, მას პარლამენტიდან დეპუტატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას