ევროკავშირი ავიაკომპანიებს მოუწოდებს, 31 მარტამდე თავი აარიდონ ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებას (bm.ge)

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ადგილობრივი კომპანიებისთვის, მათ შორის Air France-ისა და Lufthansa-სთვის გამაფრთხილებელი განცხადება გამოაქვეყნა.
არსებული ინფორმაციით, ოფიციალური უწყება ავიაკომპანიებს მოუწოდებს, 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, თავი აარიდონ ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებას და ისარგებლონ ნებისმიერი სხვა მარშრუტით, რათა თავი აარიდონ დაძაბულობის ზონას და თავი დაიზღვიონ ისეთი მოულოდნელი რისკებისაგან, როგორიც რევოლუციურ გუშაგთან კორპუსის მიერ მათი მიზანში ამოღება და ჩამოგდებაა.
შეგახსენებთ, 2014 წლის 17 ივლისს, დონეცკის თავზე რუსულმა ბუკმა მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი Boeing-777 სწორედ დაპირისპირების ზონაში ჩამოაგდო და 298 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სავარაუდოა, რომ სააგენტო სწორედ მსგავსი ტრაგედიებისაგან თავის არიდებას ცდილობს. მეორე მხრივ, ევროპულ უწყებას სურს, ავიაკომპანიების თვითმფრინავების მარშრუტები წინასწარ გადაალაგოს, რათა ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, ამან მათ ფრენებზე გავლენა არ იქონიოს და აეროპორტები დამატებით არ დატვირთოს. სავარაუდოა, რომ ეს საგრძნობლად გაზრდის ფრენის დროსა და საწვავის ხარჯებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ამ განცხადებას წინ უძღოდა ირანსა და -ს შორის დაპირისპირების გამწვავება და შესაძლო კონფლიქტის დაწყების რისკების მკვეთრი გაზრდა. ამჟამად, როგორც ოფიციალური ვაშინგტონი, ისე თეირანი აქტიურ დიპლომატიურ პროცესებში არიან ჩართული და უთანხმოების მშვიდობიანად გადაწყვეტას ცდილობენ, თუმცა მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდა ან ირანმა პრეზიდენტის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ამან შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი გამოიწვიოს. როგორც ცნობილია, ირანი ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ომის გამოცხადებით, შტატებიის რეგიონული ბაზების დაბომბვითა და იერიშის ისრაელზე მიტანით იმუქრება. თავის მხრივ, რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის თეთრი სახლიც. დღეს გაირკვა, რომ ომანის ყურისაკენ მსოფლიოს უდიდესი და უმძლავრესი ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი გაემგზავრება და ადგილზე მყოფ მეორე ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს შეუერთდება. ეს კი დიპლომატიური პროცესების წარუმატებლობასა და შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის მზადებაზე შეიძლება მიუთითებდეს.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს