ჩინეთი და ევროკავშირი პარტნიორები არიან და არა სისტემური ან სტრატეგიული მეტოქეები- ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთი და ევროკავშირი პარტნიორები არიან და არა სისტემური ან სტრატეგიული მეტოქეები- ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროპა ჩართული უნდა იყოს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველა რეგიონული პრობლემა დიალოგისა და კონსულტაციების გზით უნდა მოგვარდეს და ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტა უნდა ვიპოვოთ. უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებითაც ასეა, მაგრამ ჩინეთი ამ კონფლიქტის პირდაპირი მხარე არ არის. საბოლოო სიტყვა არ გვეთქმის“, – განაცხადა ვანგ იიმ.
ასევე, მისი თქმით, ჩინეთი და ევროკავშირი „პარტნიორები არიან და არა სისტემური ან სტრატეგიული მეტოქეები“.
„ჩინეთი მშვიდობის ერთგულია და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, რომ მშვიდობას ხელი შეუწყონ“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა