უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაზე ადრე უნდა დაიდოს – ზელენსკი

მხოლოდ იანვარში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 6 000-ზე მეტი დრონი გაუშვა. მათი უმეტესობა „შაჰიდის“ ტიპის დრონები იყო, ასევე 150 რუსული რაკეტა და 5 000-ზე მეტი ბომბი. ყოველ თვე ასეა, წარმოიდგინეთ ეს თქვენს ქალაქში. დანგრეული ქუჩები, დანგრეული სახლები, სკოლები. ეს არის ყოველდღიური ცხოვრება უკრაინაში, რა თქმა უნდა, რუსეთის გამო, ოთხი გრძელი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონცერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
უკრიანის ლიდერმა ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, ვაშინგტონისა და ბრიუსელის დახმარებით საკუთარი მოქალაქეების დაცვას ცდილობს.
„PURL – (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) არის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძელით უკეთესი იარაღის მიღება, რაც რუსეთის თავდასხმისგან მოსახლეობის დაცვის საშუალებას გვაძლევს. Საჰაერო თავდაცვის რაკეტების უმეტესობა PURL-ის მეშვეობით მოგვეწოდება. ეს პროგრამა ევროპის მეშვეობით ფუნქციონირებს.
პუტინს სანქციების გვერდის ავლა მსოფლიო მასშტაბით თანამზრახველების მეშვეობით შეუძლია, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი. გარდა ამისა, პუტინს კვლავ აქვს ფინანსური სტაბილურობის გარანტიები – და მათი დიდი ნაწილი აქ, ევროპის ზღვებშია, რუსული ნავთობტანკერები კვლავ თავისუფლად მოძრაობენ ევროპის სანაპიროებზე ბალტიის ზღვასა და ჩრდილოეთ ზღვაში“, – განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მას მოუსმენს და ომის დასრულებას დააჩქარებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაზე ადრე უნდა დაიდოს. ეს გარანტიები პასუხობს მთავარ კითხვას, რომ ომი აღარ იქნება. ვიმედოვნებთ, პრეზიდენტი ტრამპი მოგვისმენს. ვიმედოვნებთ, კონგრესი მოგვისმენს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის რეჟიმს დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.
„ამჟამად, მიუნხენისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ხალხი ირანში თავისუფლების მხარდაჭერას ითხოვს. უკრაინას ირანთან საზღვარი არ აქვს და ჩვენ არასდროს გვქონია ინტერესთა კონფლიქტი ირანის რეჟიმთან. თუმცა, ირანელები რუსეთს „შაჰიდის“ ტიპის დრონებს ყიდიან, რომლებიც ჩვენს ხალხს კლავენ და ქვეყნის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. და მაინც, ეს რეჟიმი ჯერ კიდევ არსებობს. ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ“, – განაცხადა მან.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა