დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ევროკავშირის ქვეყნების კოლეგებთან ერთად, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის ზომები განიხილა – “ბლუმბერგი”

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ევროკავშირის ქვეყნების კოლეგებთან ერთად რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის ზომები განიხილა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
„ბლუმბერგის“ ცნობით, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მედიის ცნობით, სააგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი რიჩარდ ნაიტონი, რომელმაც წარმოადგინა ტანკერებთან დაკავშირებული მოქმედებების შესაძლო ვარიანტები, მათ შორის გემების ერთობლივი დაკავების ოპერაციები.
„ბლუმბერგის“ წყაროს შეფასებით, ასეთ ოპერაციებში ევროპულ ქვეყნებს შესაძლოა, ჰქონდეთ „გარკვეული კოორდინაცია“ -სთან.
შეხვედრის შემდეგ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც ჩრდილოვანი ფლოტის გემებს დროშებს გადასცემენ, უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც სხვა ქვეყნებს შეუძლიათ.
მისი თქმით, კონკრეტულ ზომებს დამატებითი განხილვა სჭირდება, რადგან ზოგიერთ ქვეყანას ესკალაციის ეშინია.
1tv.ge