ბექა : პროპაგანდას ძალიან უნდა დეფორმის მთელი პროცესი დავიდეს აზრამდე, რომ “ილიაუნი იხურება. მერე რა, იხურება და იხურება, ეგ ნაცები, ლიბერასტები, ეგრეც მოუხდებათ…”

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა :
როგორია რეალობა და ჩემი აზრით რა უნდა ვქნათ:
პროპაგანდას ძალიან უნდა დეფორმის მთელი პროცესი დავიდეს აზრამდე, რომ “ილიაუნი იხურება. მერე რა, იხურება და იხურება, ეგ ნაცები, ლიბერასტები, ეგრეც მოუხდებათ…”
მართალია ილიაუნი ნადგურდება, მაგრამ წინა პლანზე მხოლოდ ამ საკითხის წამოწევა არანაირად არ ივარგებს.
სინამდვილეში, გეპეის ნახევარზე მეტი იხურება; ფაქტობრივად, სრულად იხურება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თსუ-ს ართმევენ პედაგოგიკისა და სამედიცინო მიმართულებებს, ხოლო ყველა სხვა მიმართულება დაექვემდებარება კვოტირებას და, სტუდენტთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად, არსებითად შემცირდება აკადემიური პერსონალის რაოდენობა. და ხომ არ გგონიათ, რომ ამ შემცირებების პროცესში აკადემიური კვალიფიკაციით იხელმძღვანელებენ? ეგღა აკლია როზეტაგუჯეჯიანს.
ერთი სიტყვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში დასაქმებული აკადემიური პერსონალის მინიმუმ 70% დარჩება უმუშევარი და ეს არ იქნებიან მხოლოდ “ნაცები და აკაცუკები”. გეპეელებს რაც არ უნდა დაგპირდნენ, რომ ყველას შეგინარჩუნებთო, ვერ და არ შეგინარჩუნებენ. ახლა, კრიტიკულ მომენტში ეცდებიან თქვენი ტკბილი სიტყვით გაჩუმებას და ვითარება რომ დაწყნარდება, მერე სრულიად უცერემონიოდ გამოგიშვებენ. მერე იდექით და იყვირეთ მარტოებმა.
გარდა ამისა, დღესავით ნათელია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების წმენდები არის მხოლოდ პირველი ეტაპი. როგორ, ფრიუნიმ, საქართველოს უნიმ იარსებონ და თან ქვეყანაში დიქტატურა იყოს? რანაირი დიქტატურაა ეს? არ გამოვა.
კავკასიის უნივერსიტეტსა და ჯიპაში შეხიზნულ კაი ხალხს იქ ვინ გააჩერებს? დღე ლექციები იკითხო, დაუმადლებელი ხელფასი აიღო და საღამოს აქციაზე იდგე, ან თუნდაც ფეისბუქზე პოსტავდე, რანაირი დიქტატურაა? არ გამოვა.
და იუთუბერებს გგონიათ უნივერსიტეტების მერე თქვენთან არ მოვლენ და ასე საყვარლად გააგრძელებთ კონტენტის თავისუფლად შექმნას? ნურას უკაცრავად, სათქვენო კანონმდებლობა მალე მომზადდება.
ერთი სიტყვით, როგორც დეკემბერი და ზამთარი არ მოდის მოულოდნელად და წინასწარ ყიდულობ ტანსაცმელს, აყენებ გამათბობელს, ისეა ეს ამბავი. ხელის გულზე დევს და ამ “ზამთარს” ვერავინ აცდება.
ახლა არის საყოველთაო სოლიდარობის დრო! ჩემი აზრით, ყველა უნივერსიტეტიდან უნდა გაკეთდეს ერთიანი კომიტეტი, რომელიც მთელი წინააღმდეგობის სახელით მიიღებს გადაწყვეტილებებს და ილაპარაკებს ერთი ხმით. რა დაიგეგმება, იქნება ეს გაფიცვა, სამართლებრივი ბრძოლა თუ კიდევ რამე სხვა, ამაზე მსჯელობა მალევე უნდა დაიწყოს, მაგრამ პირველ რიგში უნდა შედგეს ფორმატი, გადაულახავი ერთიანი ცენტრი.