სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

BARTA-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე, მსხვილი არასაფინანსო კომპანიის კატეგორიაში, მთავარი ჯილდო სილქნეტს გადაეცა. კომპანია წლიდან წლამდე ზრდის გამჭვირვალობის და ანგარიშგების ხარისხს, ამკვიდრებს მაღალ სტანდარტს წლიური ანგარიშის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით.
“სილქნეტის მიერ BARTA-ს ჯილდოს მეოთხედ მოპოვება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ურყევ ერთგულებას პასუხისმგებლიანი კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისადმი. ჩვენი კორპორაციული კულტურა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი მუდმივად განამტკიცებს ინვესტორთა, პარტნიორთა და აბონენტთა ნდობას, რაც კომპანიის მდგრადი განვითარების მთავარი გარანტიაა”, – ანა გახოკიძე, სილქნეტის ფინანსური დირექტორის მოადგილე.
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი BARTA, 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. კონკურსი BARTA ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო მსხვილ ფინანსურ, მსხვილ არაფინანსურ, მცირე და საშუალო კომპანიებს, რითაც ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებას. BARTA 2025 მთავარი ჯილდო კიდევ უფრო აძლიერებს სილქნეტის მიმართ ნდობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ზრდის მის კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?