მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერად კობახიძის კანდიდატურას განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე, ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, პრემიერ ს გადადგომის შემდეგ.
“რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია სთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვა, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა ირაკლიმაც [ღარიბაშვილი] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ეს ფორმალობა, რეალურ ასპექტში, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 29 იანვარს ბრიფინგზე დაადასტურა ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ.
მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 28 იანვარს, გაავრცელა “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მ. დღეს დილით კი ტელეკომპანია “იმედმა”.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებენ კულტურისა და სპორტის მინისტრი , იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი – ეს ჯერ არ დადასტურებულა.