მთავრობის განკარგულებით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, UNESCO-ს მიერ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ღვინო სწორედ გაზაფხულზე იბადება.
„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევისა და პოპულარიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ და ეს ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.
საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამის დამადასტურებელი კვლევის ფარგლებში, არქეოლოგიური გათხრები მაისის თვეში დაიწყო.
8 000 წლის უწყვეტი ისტორიის მქონე ქართული ღვინის ეროვნული დღე მაისის თვეში, 8 რიცხვში აღინიშნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”