მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს, მეტე ფრედერიკსენს და იენს-ფრედერიკ ნილსენს შეხვდა.
შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
დანიის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარე იენს-ფრედერიკ ნილსენთან კონსტრუქციული საუბარი შედგა. მუშაობა გაგრძელდება მაღალი დონის სამუშაო ჯგუფში, შეთანხმების შესაბამისად“, – წერს ფრედერიკსენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო