ლაპორტას “ბარსელონას” მწვრთნელად ფლიკის დანიშვნა სურს

“ბარსელონასა” და “ვილიარეალის” (3:5) მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ ზაფხულში თანამდებობას დატოვებს.
Bild Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ესპანელი სპეციალისტის შემცვლელად გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, ფლიკი “ბარსელონას” ჩაბარებაზე თანახმაა, თუმცა ლაპორტასგან სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ითხოვს.
შეგახსენებთ, ჰანსი ბოლოს გერმანიის ნაკრებს წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.