მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 2026 წლის 13-15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მიუნხენში უსაფრთხოების 62-ე კონფერენციას მსოფლიოს 50-მდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ასზე მეტი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები.
-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. დღის წესრიგშია ტრანსატლანტიკური ერთიანობა, უკრაინის ომი, ირანი, სირია და ევროპული უსაფრთხოება.
კონფერენციაზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გერმანია დაახლოებით 5000 პოლიციელს განათავსებს. კონფერენციის დღეებში მიუნხენში დაგეგმილია დემონსტრაციები, ხოლო საჰაერო სივრცე დროებით დაიხურება, მათ შორის დრონებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს