ევროპა-ცენტრალურ აზიას შორის კავშირების განვითარების პერსპექტივა და საქართველოს როლი ორი კონტინენტის დაკავშირებაში – ბრიუსელი ინვესტორთა ფორუმს მასპინძლობს

ევროპა-ცენტრალურ აზიას შორის კავშირების განვითარების პერსპექტივაზე, ორი დღის განმავლობაში, ბრიუსელში გამართულ ინვესტორთა პირველ ფორუმზე მსჯელობენ.
შეხვედრაზე განიხილავენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2023 წლის კვლევას, რომლის მიზანიც ყველაზე მდგრადი და პერსპექტიული მარშრუტების იდენტიფიცირება იყო. კვლევის თანახმად, ტრანსკასპიური მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, ყველაზე მიმზიდველად შეფასდა.
ბრიუსელშია საქართველოს დელეგაციაც. ცალკე სესია მიეძღვნება საქართველოსა და სხვა პარტნიორების როლს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობაში, ასევე – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მიმდინარე და დაგეგმილ ინვესტიციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა