Anthropic-ის შეფასება $380 მილიარდამდე გაიზარა

მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, Anthropic-მა დაფინანსების უკანასკნელ რაუნდში 30 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რითაც Claude-ის ჩატბოტების სერიის შემქმნელის შეფასება 380 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს სტარტაპისა და, ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მიმართ ინვესტორების მზარდ ინტერესს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
დაფინანსების რაუნდს D. E. Shaw Ventures-ი, ICONIQ-ი და MGX-ი თანახელმძღვანელობდნენ. მასში ასევე შევიდა ადრე გამოცხადებული ინვესტიციების ნაწილი ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან, როგორებიც არიან Microsoft-ი და Nvidia. Anthropic-ს დამატებით მხარს უჭერენ Google-ი და Amazon-ი, რაც კომპანიას -ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ აქცევს.
Anthropic-მა სექტემბრის დასაწყისში გამართულ დაფინანსების რაუნდში 13 მილიარდი დოლარი მოიზიდა. მაშინ მისი შეფასება 183 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ახალი გარიგება აჩვენებს, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კაპიტალის კონცენტრაცია კიდევ უფრო დაჩქარდა.
პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის სფეროში სხვა მსხვილი მოთამაშეების ღირებულებაც იზრდება. იანვარში გავრცელებული ინფორმაციით, SoftBank-ი OpenAI-ში დამატებითი 30 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განიხილავს, რაც კომპანიის შეფასებას დაახლოებით 830 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად