თბილისში ინგოროყვას, ლეონიძის და სულხან-საბას ქუჩებზე შენობების რეაბილიტაციის ₾115-მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა(bm.ge)

თბილისის მერიის დაფუძნებულმა „თბილისის განვითარების ფონდმა“ მთაწმინდის რაიონში, პავლე ინგოროყვას, ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ერთდროულად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება 115.5 მლნ ლარს აღწევს.
ტენდერების მიხედვით, სამუშაოები მოიცავს როგორც შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესებს, ასევე კომუნიკაციების მოწესრიგებას. პროექტების განხორციელების ვადა ძირითადად 18 თვემდეა გათვალისწინებული, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევაში – 6 თვემდე.
გამოცხადებული ტენდერები:
· ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N7 (კოშკი), პავლე ინგოროყვას N12 და პავლე ინგოროყვას N14-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 8,368,594 ლარი
· ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N18 და პავლე ინგოროყვას N20-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 13,675,429 ლარი
· ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N8, პავლე ინგოროყვას N10 და პეტრე ჩაიკოვსკის N2-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 19,758,957 ლარი
· ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N1/გ. ლეონიძის N9, პავლე ინგოროყვას N2/გ. ლეონიძის N11 და პავლე ინგოროყვას N4-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 18,620,066 ლარი
· ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N3 და პავლე ინგოროყვას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 13,562,007 ლარი
· ქ. თბილისში, სულხან-საბას N4 და სულხან-საბას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 13,167,589 ლარი
· ქ. თბილისში, სულხან-საბას N5, სულხან-საბას N7 და სულხან-საბას N9-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 15,787,776 ლარი
· ქ. თბილისში, სულხან-საბას N2/გ. ლეონიძის N7-ში არსებული შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,531,523 ლარი
შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც შენობების კონსტრუქციული გამაგრება და აღდგენა, ისე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის – წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების განახლება.
ტენდერების მიხედვით, კონტრაქტორებმა სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყონ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ წერილობითი დავალების მიღებიდან, ხოლო წინადადებების მიღების ვადები თებრვალსა და მარტში არის განსაზღვრული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”