ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება – ნინო წილოსანი მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებებზე

მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ყველა ცვლილება ოფიციალურად დაანონსდება. მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება.
“ყველა ცვლილება დაანონსდება ოფიციალურად. მანამდე, თავს შევიკავებ კონკრეტული დეტალებზე საუბრისგან. ოპოზიციის კომენტარი, ჩვენი პარტიის ნებისმიერი წევრის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, არარელევანტურია იმიტომ, რომ ვადევნებთ თვალს ოპოზიციის მუდმივ დეგრადაციას, რაც განპირობებულია იმით, რომ “ქართული ოცნება” როგორც პარტია და როგორც მმართველი გუნდი ძლიერდება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეფასებები გააკეთა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმაც.
“ქართული ოცნების” გუნდში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც პროფესიონალია და ნებისმიერ თანამდებობას კარგად შეასრულებს, მათ შორის – პარტიის თავმჯდომარეობის ფუნქციასაც”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლების ლიდერების მიმართ ბოლოდროინდელ შეტევაზე: არსებობს გარკვეული ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკა, რომ ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით – ეს არ შეეხება ჩვენი გუნდიდან წასულ ყველა ადამიანს ან მათ უმრავლესობას