ნოდარ ლადარია: ამ პროცესის წარმმართველი ადამიანები ბევრად უარესები არიან ბოლშევიკებზე

პროფესორი ნოდარ ლადარია სოციალურ ქსელში  წერს:
ძალიან მალე მიმდინარე პროცესის შედეგები აისახება საგამომცემლო საქმეზე: შემცირდება დაბეჭდილი წიგნების ტირაჟი და დასახელებების რაოდენობა. შესუსტდება მთარგმნელობითი საქმიანობა.
ღირებულებათა სისტემა და სტატუსური ინდიკატორები შეიცვლება. ასევე შესუსტდება კავშირი გარე სამყაროსთან, რადგან სულ უფრო ნაკლები და ნაკლები საშუალება იქნება მისი გაგებისა.
გახსოვთ კულტურული შოკი, რომელიც სსრკ-ს გაუქმების შემდეგ განვიცადეთ, როცა დასავლეთზე ჩვენი წარმოდგენა შეეჯახა ნამდვილ დასავლეთს? — ახლო მომავლის განსხვავება გაცილებით უფრო დიდი იქნება. ის გამოცდილება, რომელიც ბოლო წლებში შევიძინეთ, მალე მიეცემა დავიწყებას.
ამ პროცესის წარმმართველი ადამიანები ბევრად უარესები არიან ბოლშევიკებზე. იმათ ჰქონდათ მათ ბიოლოგიურ სიცოცხლეზე შორს მიმავალი მიზანი, იდეა. ისინი ანგარიშს უწევდნენ გარე სამყაროს…
ვითარება, რომელშიც აღმოვჩნდებით, დროში, რომელიც არ გულისხმობს თაობათა ცვლას, ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ახლა წარმოუდგენიათ პესიმისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)