კობახიძემ ახალი ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამჟამად მიგრაციაზე საუბრობს

ქართული ოცნების პრემიერი Facebook-ზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამჟამად მიგრაციაზე საუბრობს. მანამდე, ირაკლი კობახიძემ მსგავსი ვიდეოთი დააანონსა “ხელოვნურად გაზრდილ ფასებთან ბრძოლა”.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს.
“ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მხოლოდ მისასალმებელია. თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს”, – თქვა მან.
ამასთან, ქართული ოცნების პრემიერმა თქვა, რომ გააძლიერებენ მიგრაციის დეპარტამენტს.
“პირველ რიგში, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20 ათასზე მეტს შეადგენს”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე ოპოზიციაზე – დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა – ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია